A$AP Rocky-ს უდანაშაულოდ ცნობის შემდეგ, A$AP Relli-მ დუმილი დაარღვია

Relli-მ A$AP Rocky 2021 წლის ნოემბერში, ლოს-ანჯელესში სროლისას, მისი მოკვლის მცდელობაში დაადანაშაულა
ტერელ ეფრონი, იგივე A$AP Relli ლოს ანჯელესის სასამართლოში, A$AP Rocky-ს პროცესზე. 2025 წლის 29 იანვარი.
FRAZER HARRISON/POOL/AFP via Getty Images

A$AP Relli-მ, ნამდვილი სახელით ტერელ ეფრონი, დუმილი დაარღვია მას შემდეგ, რაც თავისი ყოფილი მეგობრის A$AP Rocky-ს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი წააგო. 

„ჭორების განხილვა არის გასართობი ფორმა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ცხოვრებაში  ღირებული მიზნები ან მიზანი არ გააჩნია“, – დაწერა მან ინსტაგრამის ისტორიაში. „გძულდე, შელახე ჩემი სახელი, ცუდი რამეები მითხარი, არ მაინტერესებს. შენს არსებობას ჩემს ცხოვრებაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.“

Relli-მ A$AP Rocky 2021 წლის ნოემბერში, ლოს-ანჯელესში სროლისას, მისი მოკვლის მცდელობაში დაადანაშაულა. ამან ჰარლემელი რეპერი ორი მძიმე ბრალის წარდგენამდე მიიყვანა. A$AP Rocky-ს საჯარო პროცესი დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდა. სასამართლო დავის დასაწყისში, Rocky-მ უარი თქვა საპროცესო გარიგებაზე, რაც 180 დღის ციხეში გატარებას და  შემდგომ, პრობაციის სამწლიან პერიოდს ითვალისწინებდა. 

როდესაც  სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო,  A$AP Rocky-მ ღმერთს და მოსამართლეს მადლობა საჯაროდ გადაუხადა: „პირველ რიგში, მადლობა ღმერთს და ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო მოსამართლეს სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის. უბრალოდ, ძალიან მადლიერი ვარ. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, მთელი ეს გამოცდილება ნამდვილი სიგიჟე იყო, მაგრამ მაინც მადლიერი ვარ.” – განაცხადა რეპერმა მედიის წინაშე. 

Rocky-მ პლატფორმა X-ზე ასევე გამოაქვეყნა პოსტი თავისი მომავალი ალბომის სათაურით – Don’t Be Dumb. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

შემდეგი სტატია

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი