A$AP Rocky-ს თქმით, ის და რიანა ერთმანეთის ტანსაცმელს დაუკითხავად იღებენ

რეპერმა 2025 წლის Met Gala-ს წინ ოჯახურ ურთიერთობაზეც ისაუბრა.
Rihanna და A$AP Rocky 2023 წლის Met Gala-ზე ფოტო: ჯამეს დევენეი/GC Images
Rihanna და A$AP Rocky 2023 წლის Met Gala-ზე ფოტო: ჯამეს დევენეი/GC Images

ახლახან A$AP Rocky Vogue-ის პოდკასტს სტუმრობდა, რომლის ახალი ეპიზოდიც 1-ელ მაისს გამოქვეყნდა. ინტერვიუში რეპერმა ხუმრობით აღნიშნა, რომ რიანა მის ტანსაცმელს ხშირად შეუმჩნევლად იღებს, თუმცა აღიარა, რომ იმავეს თავადაც ხშირად აკეთებს. 

როკიმ პოდკასტში რიანას სტილთან მსგავსებაზეც ისაუბრა: „რაც მინდა, იმას ვიცვამ,“ — უთხრა მან პოდკასტის წამყვანებს, ჩიომას და ლეა ფეი კუპერს. „მინდა, გავხდე შთაგონების წყარო გაბედული მამაკაცებისთვის. არ ვიცი, ვინ გაავლო ზღვარი ქალურობასა და მასკულინობას შორის, მე ამ საზღვრებს ვერ ვხედავ.“

რეპერმა გაიხსენა, როგორ „იჭრება“ რიანა მის გარდერობში: „სულ ამას აკეთებს! შემდეგ ვხედავ ინტერვიუში ან პაპარაცის ფოტოებში და ვფიქრობ — მოიცა, ეს ხომ ჩემი Miu Miu-ს მოსაცმელია! რა ხდება? 2021 წლიდან ვეძებდი ამ თეთრ მოსასხამს!”

თუმცა აღმოჩნდა, რომ როკის თავადაც არ ერიდება რიანას გარდერობიდან ნივთების აღება. „ეს ორმხრივია,“ — თქვა რეპერმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის ქალისა და კაცის ტანსაცმელს შორის სხვაობა არ არსებობს. „რიანაც კი ვერ ხვდება ხოლმე, რომ მისი ტანსაცმელი ავიღე.“

ინტერვიუ Met Gala-მდე ოთხი დღით ადრე გამოქვეყნდა. მოდის სამყაროს ყველაზე სანახაობრივი კოსტიუმირებული ღონისძიება ყოველ წელს, მაისის პირველ ორშაბათს იმართება. წელს მოწვეულ ორგანიზატორად მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტმა A$AP Rocky შეარჩია კოლმან დომინგოსთან, ლუის ჰემილტონთან და ფარელ უილიამსთან ერთად. წლევანდელი თემა შავკანიანი მამაკაცის სტილისა და ტანსაცმლის ევოლუციას ეძღვნება.

Met Gala-ს წინ როკი Vogue-ის გარეკანზეც გამოჩნდა და ინტერვიუში ოჯახურ ცხოვრებაზე ისაუბრა. ერთ-ერთ მომენტში მას ბებიაც შეუერთდა: „მიხარია, რომ დასტაბილურდა და კმაყოფილი ვარ, რომ ეს რიანასთან ერთად შეძლო,” — აღნიშნა რეპერის მამის დედამ. 

The Run-Through-ს პოდკასტში როკიმ მამობის გამოცდილებაზეც ისაუბრა და მას „არაჩვეულებრივი“ უწოდა. განსაკუთრებული აღფრთოვანებით აღწერა ის, თუ როგორ უყურებს შვილების პიროვნულ ჩამოყალიბებას: „ისინი ურთიერთობენ ერთმანეთთან, ჩემთანაც, დედასთანაც — ეს საოცრებაა.“

A$AP Rocky-მ აღდგომის დღეებიც გაიხსენა: „მე ბაჭიად გამოვეწყვე, ბიჭებს კი საუკეთესო სააღდგომო სამოსი ეცვათ — ელეგანტურები იყვნენ.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ედ შირანი, ROSÉ და სხვა ვარსკვლავები ფილმ F1-ის საუნდტრეკისთვის ერთიანდებიან

შემდეგი სტატია

SophiO - Flower’s Dream, ყდის დიზაინი: თეონა კვაჭაძე, ვახტანგ გაბუნიას ნახატი

SophiO-ს ოთხნაწილიანი კომპოზიცია –  Flower’s Dream

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი