Louis Vuitton-ის შოუზე Doechii-ს და Tyler, the Creator-ის ახალი ერთობლივი ტრეკი პირველად გაჟღერდა

Get Right ტაილერთან ერთად Doechii-სთვის უკვე მეორე კოლაბორაციაა. არტისტებმა პირველად ერთად იმუშავეს ტაილერის 2024 წლის ალბომის Chromakopia-ს ფარგლებში, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოხვდა.
Doechii ესწრება Billboard Women in Music 2025-ის ცერემონიას. 2025 წლის 29 მარტი, ლოს-ანჯელესი.
Gilbert Flores

Doechii-მ და Tyler, the Creator-მა პარიზში, Louis Vuitton-ის 2026 წლის კოლექციის ჩვენებაზე ახალი ერთობლივი ტრეკი Get Right წარადგინეს, რომლის პროდიუსერიც ფარელ უილიამსია.

Doechii-მ და ფარელმა 2025 წლის Met Gala-ზეც ითანამშრომლეს, სადაც რეპერი Louis Vuitton-ის კოსტიუმით წარდგა. Doechii-ს თქმით, ეს იმიჯი ძლიერად იყო შთაგონებული მონიკა ელ მილერის წიგნით Slaves to Fashion: Black Dandyism and the Styling of Black Diasporic Identity. ეს სწორედ ის წიგნია, რომელმაც წელს Met Gala-ს თემა განსაზღვრა. Doechii ღონისძიების საპატიო კომიტეტის ერთ-ერთი წევრი იყო. ფარელი კი, A$AP Rocky-სთან, კოლმან დომინგოსა და ლუის ჰამილტონთან ერთად – ღონისძიების თანაორგანიზატორი.

Get Right ტაილერთან ერთად Doechii-სთვის უკვე მეორე კოლაბორაციაა. არტისტებმა პირველად ერთად იმუშავეს ტაილერის 2024 წლის ალბომის, Chromakopia-ს ფარგლებში, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. მათი ერთობლივი ტრეკი Balloon მუსიკალურ ჩარტებშიც მოხვდა და Billboard Hot 100-ის 56-ე პოზიცია დაიკავა. 2024 წლის ნოემბერში კი, Camp Flog Gnaw ფესტივალზე, როცა  Tyler, the Creator-ის ჰედლაინერი იყო, არტისტები სცენაზეც ერთადაც გამოჩნდნენ. Nardwuar-ისათვის მარტში მიცემულ ინტერვიუში ტაილერმა Doechii-ს მიმართ აღფრთოვანება გამოხატა: „ის გენიალურია! მიყვარს. ის სხვა პლანეტიდან არის, ნამდვილი უცხოპლანეტელია”

Louis Vuitton-ის ჩვენებაზე ფარელის პროდიუსერობით შექმნილი კიდევ ერთი ტრეკი – Clipse-ის So Be It Pt. II გაჟღერდა. სტუმრების რიგებში იყვნენ ბიონსე, ჯეი ზი, J-Hope, Future და სხვა ვარსკვლავები. ჩვენების ბოლოს ფარელმა ბიონსეს პირდაპირ პოდიუმიდან აჩუქა ჩანთა. აღსანიშნავია, რომ ბიონსემ პარიზში Cowboy Carter-ის ტურის სამი კონცერტი გამართა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Sarke – ჯგუფ SKAZZ-ის და ზურა ჯიშკარიანის ერთობლივი მუსიკალური ნამუშევარი

შემდეგი სტატია

Billboard Pop Shop Podcast: შესაძლოა თუ არა, რომ ბიონსეს Cowboy Carter ტურნეს ფარგლებში მსმენელებმა სცენაზე ლედი გაგა იხილონ და Telephone-ის პირველ ცოცხალ შესრულებას მოუსმინონ

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი