Billboard Pop Shop Podcast: შესაძლოა თუ არა, რომ ბიონსეს Cowboy Carter ტურნეს ფარგლებში მსმენელებმა სცენაზე ლედი გაგა იხილონ და Telephone-ის პირველ ცოცხალ შესრულებას მოუსმინონ

შოუების მსვლელობისას მუსიკოსმა სცენაზე მოულოდნელად ორი ვარსკვლავი მიიწვია: ერთ კონცერტზე მაილი საირუსი, ხოლო მეორეზე – ჯეი ზი. პოდკასტის წამყვანებმა უახლეს ეპიზოდში განიხილეს, შესაძლებელია თუ არა, რომ ასეთი ვარსკვლავური გამოჩენები რაღაც დიდის დასაწყისი აღმოჩნდეს.
Lady Gaga ft. Beyoncé
Telephone

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში წამყვანებმა ქეითიმ და კითიმ ისაუბრეს ბიონსეს პარიზულ კონცერტებზე, რომლებიც არტისტმა Cowboy Carter ტურნეს ფარგლებში გამართა. შოუების მსვლელობისას მუსიკოსმა სცენაზე მოულოდნელად ორი ვარსკვლავი მიიწვია: ერთ კონცერტზე მაილი საირუსი, ხოლო მეორეზე – ჯეი ზი. პოდკასტის წამყვანებმა უახლეს ეპიზოდში განიხილეს, შესაძლებელია თუ არა, რომ ასეთი ვარსკვლავური გამოჩენები რაღაც დიდის დასაწყისი აღმოჩნდეს.

მომავალ თვეს ლედი გაგას Mayhem Ball-ის ტურნე იწყება. პირველი სამი შოუ ლას-ვეგასში, T-Mobile Arena-ზე, 16-18 ივლისს გაიმართება. იმავე ქალაქში ბიონსე Cowboy Carter-ის ტურნეს ასრულებს Allegiant Stadium-ზე. ფინალური შოუები 25 და 26 ივლისს ჩატარდება. Billboard-ის პოდკასტის წამყვანებმა განიხილეს, არის თუ არა შანსი, რომ ბიონსე გაგას ტურნეს გახსნაზე გამოჩნდეს, ან პირიქით – ლედი გაგა ვიხილოთ ბიონსეს შოუზე.

თუ ვარსკვლავები ერთმანეთს დაემთხვევიან, ფანებმა, შესაძლოა, პირველად ექსკლუზიურად ცოცხლად მოუსმინონ ბიონსესა და გაგას 2010 წლის ჰიტს – Telephone, რომელიც Billboard Hot 100-ის ჩარტის ტოპ ხუთეულში მოხვდა.

მოუსმინეთ Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდს.

Billboard Pop Shop Podcast არის ერთიანი სივრცე ყველა იმ სიახლისთვის, რაც Billboard-ის ყოველკვირეულ ჩარტებში აისახება. აქ მსმენელს ხვდება საინტერესო დისკუსიები პოპ-მუსიკის ყველაზე აქტუალური ამბების, ჩარტების სტატისტიკის, ახალი მუსიკისა და ვარსკვლავების ინტერვიუების შესახებ. პოდკასტის წამყვანები არიან Billboard-ის აღმასრულებელი ციფრული დირექტორი ქეითი ეტკინსონი და Billboard-ის ჩარტებისა და მონაცემთა ოპერაციების მმართველი დირექტორი კითი კოულფილდი. 

პოდკასტს შეგიძლიათ მოუსმინოთ Billboard.com-ზე, Apple Podcasts-ში ან თქვენს საყვარელ პოდკასტ პლატფორმაზე. გადაცემის წინა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ Billboard.com-ს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Louis Vuitton-ის შოუზე Doechii-ს და Tyler, the Creator-ის ახალი ერთობლივი ტრეკი პირველად გაჟღერდა

შემდეგი სტატია

ხუთი რამ, რისი ნახვაც ქარდი ბის ახალ ალბომში გვინდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შაკირამ და ფიფას გლობალურმა სამოქალაქო საგანმანათლებლო ფონდმა ის ორგანიზაციები დაასახელეს, რომლებიც ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ გრანტებს მიიღებენ

ხუთი ორგანიზაცია ჯამში 450 000 აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს, რათა აღადგინოს დაზიანებული ინფრასტრუქტურა და 13 000-ზე მეტი ბავშვისთვის ხარისხიანი განათლება უზრუნველყოს.
მეტი
Kodak Black ფოტო: Rockstar Games

რეპერ Kodak Black-ს ვიდეოთამაშ GTA 6-ში საიდუმლო რადიოსადგური აქვს – ნახეთ, როგორ შეგიძლიათ მისი განბლოკვა 

გეიმერებმა ასევე აღმოაჩინეს კიდევ ერთი საიდუმლო სადგური, რომელსაც გამოგონილი DJ Pretzel უძღვება.
მეტი
„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ჯგუფი „შინ” რუსთაველის თეატრის სცენაზე დაბრუნდა – ორი იბერიის შთამბეჭდავი მუსიკალური დიალოგი

„ჩვენი გზა შინისაკენ დაიწყო აქ, ძალიან დიდი ხნის წინ... წავედით... 30 წელი გავიდა და ვბრუნდებით“... - ზაზა მიმინოშვილი.
მეტი
D'Angelo -ს პერფორმანსი Samsung Supper Club-ში 2015 წლის 15 მარტი, ტეხასი. ფოტო: Rick Kern/Getty Images

D’Angelo-ს ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ  გამოუშვა სიმღერა Kamikazi, რომელიც ვიდეოთამაშ GTA 6-ში გაჟღერდება

„მას ძალიან უხაროდა, რომ ეს ჩანაწერი თამაშის ფლეილისტში შევიდოდა.“ - აღნიშნა მისმა ძმამ განცხადებაში.
მეტი

„ოაზისის”, პოლ მაკარტნის, ელვისისა და სხვა მუსიკოსების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმები 2027 წლის ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებენ

მორგან ნევილს, რომელმაც 2014 წელს გაიმარჯვა ფილმით 20 Feet From Stardom, კონკურსში ორი ფილმი აქვს წარდგენილი.
მეტი

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი