პარასკევის მუსიკალური გზამკვლევი Billboard-ისგან

Billboard მკითხველს კვირის მნიშვნელოვანი რელიზების სიას სთავაზობს
Cardi B
BRIAN ZIFF

Billboard-ის პარასკევის მუსიკალური გზამკვლევი (Friday Music Guide) კვირის მნიშვნელოვან რელიზებს გთავაზობთ – იმ სიმღერებს, რომლებიც დღეს ყურადღების ცენტრშია და რომლებიც შემდეგი დღეების ფლეილისტების პოტენციური ლიდერია. 

ამ ჩამონათვალში Cardi B კონკურენციას უწევს ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან, მაგალითად: Chance The Rapper და Dijon. 

Cardi B Imaginary Playerz

ახალ ტრეკში Cardi B მიმართავს მათ, ვინც მის ხანგრძლივ კარიერასა და გავლენას ეჭვქვეშ აყენებდა. არტისტის მეორე ალბომის გამოცემამდე სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი და Imaginary Playerz სწორედ მისი ერთ-ერთი სინგლია. 

Chance The Rapper – Star Line

Chance The Rapper 2010-იანი წლების შუა პერიოდში გამოჩნდა მუსიკალურ სცენაზე, თუმცა 2019 წლის ალბომმა – The Big Day მისი ტემპი შეანელა. Star Line ერთგვარი დაბრუნებაა მის მუსიკალურ ფესვებთან და აერთიანებს არაერთ წამყვან არტისტს: Lil Wayne-ს, Young Thug-სა და Jazmine Sullivan-ს.

Dijon – Baby

მას შემდეგ, რაც Dijon-მა 2021 წელს სადებიუტო ალბომი Absolutely გამოსცა, მისი გავლენა თანამედროვე R&B-ის ჟანრსა და ზოგადად პოპ-მუსიკაზე საგრძნობლად გაიზარდა. ახალი ალბომით – Baby – არტისტი lo-fi-ს ჟანრის რიტმულ ნამუშევრებს დაუბრუნდა. ამჯერად ის საკუთარი პროექტით დიდი აუდიტორიის წინაშე წარდგება, რაც შესაძლებლობას აძლევს, სრულფასოვან კომერციულ მუსიკოსად ჩამოყალიბდეს.

Kaytranada – Ain’t No Damn Way!

პრესრელიზში ალბომი – Ain’t No Damn Way! აღწერილია, როგორც „Kaytranada-ს დაბრუნება საცეკვაო მუსიკის ფესვებთან“. ამ ჟანრის მოყვარულთათვის ეს სასიხარულო ამბავია, რადგან Kaytranada საცეკვაო მოედნებისთვის მაღალი ხარისხის ტრეკებს წერს. ალბომის პირველივე კომპოზიცია – Space Invader მსმენელში ეიფორიულ განწყობას იწვევს.

ჯორდან დეივისი – Learn the Hard Way

ქანთრის ჟანრის ვარსკვლავის, ჯორდან დეივისის რეპერტუარს ნეშვილში ერთგული მსმენელები ჰყავს. ალბომში – Learn the Hard Way ის აუდიტორიას კვლავაც სთავაზობს საშუალო ტემპის ტრეკებს, რომლებიც მისი დამახასიათებელი, მშვიდი ტემბრის გარშემო ვითარდება. 

ოლივია დინი – Man I Need

ვინც ოლივია დინის ბოლო სინგლების სერიას თვალს ადევნებდა, კარგად ესმის, რატომ იზრდება მოლოდინი მისი მეორე ალბომის – The Art of Loving-ის მიმართ. სინგლი, სახელწოდებით Man I Need კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ოლივიას მელოდიების წერის განსაკუთრებული ნიჭი აქვს. 

რედაქტორის არჩევანი: ქონან გრეი – Wishbone

Wishbone ქონან გრეის მეოთხე სტუდიური ალბომია და ისეთი ჟღერადობით გამოირჩევა, თითქოს არტისტი მთელი კარიერის განმავლობაში სწორედ ამ ნამუშევრისკენ მიდიოდა. ალბომის ფარგლებში მან კვლავ დენ ნიგროსთან ითანამშრომლა, თუმცა ალბომში უმეტესად საავტორო ნამუშევრებია შესული. Wishbone-ში ქონან გრეი მსმენელის წინაშე საბოლოოდ ჩამოყალიბებულ, სრულფასოვან პოპ-არტისტად წარდგება. სიმღერები კი მისთვის დამახასიათებელი ემოციური ტექსტით გამოირჩევა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Stockton Invites – მუსიკალური ფესტივალი „სათიბეში”

შემდეგი სტატია

Naili’s Wedding – ნინი ნუცუბიძემ Nikakoi-ს კომპოზიციის ახალი ვერსია წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
მეტი
BTS BIGHIT MUSIC

როგორ გადაინაწილებენ BTS, Madonna და Shakira მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების 11-წუთიან დროს

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში ქეითი და კითი განიხილავენ, თუ როგორ გადაინაწილებს 19 ივლისს სცენაზე სამი სუპერვარსკვლავი დროს.
მეტი

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ.”
მეტი
პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი