დონალდ ტრამპი ტეილორ სვიფტის ნიშნობას გამოეხმაურა

პრეზიდენტი პოპვარსკვლავის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსია.
დონალდ ტრამპი
CHRISTOPHER FURLONG/GETTY IMAGES

ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ნიშნობაზე რეაქციები არ წყდება. ამჯერად კი ახალ ამბავზე კომენტარს სვიფტის ყველაზე დიდი კრიტიკოსი – დონალდ ტრამპი აკეთებს.

მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რა რეაქცია ჰქონდა სვიფტისა და კელსის ნიშნობაზე. „მე მათ წარმატებას ვუსურვებ,” – უპასუხა ტრამპმა. „ვფიქრობ, ის დიდებული ფეხბურთელია, კარგი ბიჭია. სვიფტი კი შესანიშნავი ადამიანია. ასე რომ, დიდ წარმატებას ვუსურვებ.”

პრეზიდენტის რეაქცია რადიკალურად განსხვავდება სვიფტის შესახებ მის მიერ მანამდე გაკეთებული კომენტარებისგან. ტრამპი მომღერალს მუდმივად აკრიტიკებდა. მას შემდეგ კი, რაც სვიფტმა 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მძულს ტეილორ სვიფტი!”

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სვიფტი მსახიობ სიდნი სვინის შეადარა. სვინი American Eagle-ის რეკლამაში მონაწილებდა, რომელიც ნაცისტურ პროპაგანდას შეადარეს, რის გამოც მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა.

თავის მხრივ, არც სვიფტი ერიდებოდა ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკას. 2019 წელს The Guardian-თან ინტერვიუში ტრამპის პირველ საპრეზიდენტო ვადას მომღერალმა „ავტოკრატია” უწოდა. 2020 წელს გამოქვეყნებულ პოსტში კი მას ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდგომ საპროტესტო აქციების გამო აკრიტიკებდა და ამტკიცებდა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპს გადაირჩევდნენ. 

ნახეთ ტრამპის რეაქცია სვიფტისა და კელსის ნიშნობაზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი დაინიშნენ: ნახეთ გამოხმაურებები

შემდეგი სტატია

ლიზი გოზალიშვილის სადებიუტო EP სახელწოდებით Pretty Scars

ლიზი გოზალიშვილის სადებიუტო EP, სახელწოდებით Pretty Scars,  26 სექტემბერს გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი
ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი

ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

23 მაისს სასტუმრო Telegraph-ის თავზე მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში თანამედროვე ჯაზის, სოულისა და ელექტრონული ჟღერადობის უნიკალური კოლაბორაცია შედგება.
მეტი