ლიზი გოზალიშვილის სადებიუტო EP, სახელწოდებით Pretty Scars,  26 სექტემბერს გამოვა

„ეს სიმღერები განსაკუთრებით პერსონალურია. მათი გამოშვება ერთგვარ გულის გადაშლას ჰგავს. ცხადია, იმედს ვიტოვებ, რომ ჩემს ამბებში ბევრი საკუთარ თავს ამოიცნობს და მიხვდება, რომ მსგავსი რამ მხოლოდ მას არ განუცდია.”
ლიზი გოზალიშვილის სადებიუტო EP სახელწოდებით Pretty Scars
ლიზი გოზალიშვილის სადებიუტო EP სახელწოდებით Pretty Scars

გერმანიაში მოღვაწე ქართველი არტისტი ლიზი გოზალიშვილი 26 სექტემბერს სადებიუტო EP-ის, სახელწოდებით  Pretty Scars, გამოსცემს. ამის შესახებ არტისტმა სოციალურ მედიაში დაწერა. EP ოთხი სიმღერისგან შედგება, რომელთაგანაც სინგლი CHAOS წლის დასაწყისში გამოვიდა.

ლიზი გოზალიშვილი, მუსიკოსი:

„Pretty Scars ჩემი სადებიუტო EP და ამავდროულად ჩემი ყველაზე ნამდვილი სიმღერების კრებულია. EP ოთხი სიმღერისგან შედგება. მათგან ერთ-ერთს საზოგადოება უკვე იცნობს. დანარჩენი სამიდან თითოეული სამ სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფ ლიზის წარმოგვიდგენს.”

არტისტის თქმით, ამ პროექტში განსაკუთრებული ყურადღება მის შინაგან განცდებსა და ემოციებს ეთმობა, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა გამოწვევას უკავშირდება.  

„ამ სიმღერებში იმ პრობლემებსა და არასასიამოვნო სიტუაციებზე ვსაუბრობ, რომლებსაც საკუთარ თავს თავად ვუქმნით და რისი აღიარებაც ხშირად არ გვინდა, დაწყებული უსაფუძვლო ეჭვებით, დამთავრებული საკუთარ თავთან გამუდმებული კონფლიქტით. ამ გზას შეიძლება ყოველდღიურადაც გავდიოდეთ. სინამდვილეში კი აუცილებელია, მივხვდეთ, რომ მთელი ეს აღმართ-დაღმართები ჩვენი ნაწილია, რომლებიც ჩვენს წარსულ ცხოვრებას მშვენიერი ნაიარევებივით გასდევს თან.”

ლიზი გოზალიშვილმა ახალ პროექტზე გერმანიაში პროდიუსერ ტიმ კარტჰაუსთან ერთად იმუშავა. მუსიკოსის თქმით,  ბენდის როლი უმნიშვნელოვანესი იყო:

,,EP-ზე გერმანიაში ჩემს პროდიუსერ ტიმ კარტჰაუსთან ერთად ვიმუშავე. მიქსინგი კლაუს შულტეს ეკუთვნის. გარდა ამისა, კრეატიულ პროცესში უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემმა ბენდმა. მათი დახმარებით საკუთარ სიმღერებში ყოველ ჯერზე რაღაც ახალს აღმოვაჩენ ხოლმე, პროფესიონალი მუსიკოსები არიან და EP-ზე მათთან ერთად მუშაობა ძალიან ბევრის მომტანი იყო ჩემთვის. თითოეული მათგანის მადლობელი ვარ და მიხარია, რომ შევძელი იმ ადამიანების პოვნა, რომელთაც საკუთარ სიმღერებს თვალდახუჭული (ალბათ უფრო ყურებდახშული) ვანდობ. საბოლოო ჯამში, სიმღერებს, ისევე როგორც ჩვენს ლაივ გამოსვლებს, ემჩნევა, რომ ბევრი ადამიანის თავისუფალი შემოქმედების ნაყოფია და ვფიქრობ, ეს მსმენელისთვის საინტერესო უნდა იყოს.”

EP-ის პრემიერა 26 სექტემბერს ბონში, კლუბ N8Lounge-ში იგეგმება, სადაც ლიზი გოზალიშვილი კონცერტს გამართავს. 

„Pretty Scars 26 სექტემბერს გამოვა. ამავე დღეს გავმართავთ კონცერტს გერმანიაში, ქალაქ ბონში, კლუბ N8Lounge-ში. ეს კონცერტიც გულწრფელი და ახლო შეხვედრა იქნება ყველა იმ ადამიანთან, ვისაც Pretty Scars-ის მუხტის გაზიარება სურს. 

ეს სიმღერები განსაკუთრებით პერსონალურია. მათი გამოშვება ერთგვარ გულის გადაშლას ჰგავს. ცხადია, იმედს ვიტოვებ, რომ ჩემს ამბებში ბევრი საკუთარ თავს ამოიცნობს და მიხვდება, რომ მსგავსი რამ მხოლოდ მას არ განუცდია. საკუთარ თავთან ყველა ჩვენებურად ვიბრძვით.”

დაელოდეთ ლიზი გოზალიშვილის ახალ EP-ის –  Pretty Scars, რომელიც არტისტის შინაგან განცდებს, შემოქმედებით ხედვასა და მუსიკალურ ძიებებს აერთიანებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დონალდ ტრამპი ტეილორ სვიფტის ნიშნობას გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

YE-ს მტკიცებით, ჰაკერებმა მისი ინსტაგრამი გატეხეს და ყალბი კრიპტოვალუტის ანგარიში გამოიწერეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი