ცნობილი იტალიელი ჯაზ-მუსიკოსის – ფრანჩესკა ტანდოის ტრიო Tatuza Jazz Club-ის სცენაზე

Tatuza Jazz Club-ში გამართულ საღამოზე ტრიოს ახალი კომპოზიციების პრემიერაც შედგა.
ფრანჩესკა ტანდოი Tatuza Jazz Club-ის სცენაზე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

12 ოქტომბერს სასტუმრო „ტელეგრაფში“ გახსნილ Tatuza Jazz Club-ში მსმენელის წინაშე იტალიელი ჯაზ-მუსიკოსის, ფრანჩესკა ტანდოის ტრიო წარდგა. მუსიკალური საღამო „ისთერნ პრომოუშენთან“ პარტნიორობით გაიმართა.

ფრანჩესკა ტანდოის ტრიომ შეასრულა საავტორო ნამუშევრები ახლახან გამოშვებული ალბომიდან – Bop Web. თუმცა კონცერტის მსვლელობისას პირველად გაჟღერდა ახალი კომპოზიციებიც, რომლებიც ტრიოს მომდევნო ალბომში შევა. როგორც ფრანჩესკა ტანდოიმ Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნა, საღამოზე ამ ნამუშევრების ერთგვარი პრემიერა შედგა.

ფრანჩესკა ტანდოი
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

ფრანჩესკა ტანდოი:

„საქართველოში პირველად ვარ. აუდიტორია მართლაც არაჩვეულებრივია. თუმცა განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქართველი ხალხის სითბო და სტუმართმოყვარეობა. აქ ყოფნისას აღმოვაჩინე, რომ ქართველები და იტალიელები ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს. რაც შეეხება საღამოს, პროგრამა მოიცავდა საავტორო კომპოზიციებს, რომლებიც სხვადასხვა დროს დავწერე და ასევე რამდენიმე სრულიად ახალ ნამუშევარს, რომელიც მსმენელს პირველად წარვუდგინეთ. თავად ჯაზ-კლუბი საოცარი სივრცეა – ის საშუალებას გაძლევს, მსმენელთან უშუალო კავშირი დაამყარო და ქმნის გარემოს, რომელიც ჯაზის ენერგიას იდეალურად ერგება.“

ფრანჩესკა ტანდოის ტრიო
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Goergia

Tatuza Jazz Club ქალაქის უახლესი კულტურული სივრცეა, რომლის სახელწოდება ქართველი ჯაზ ლეგენდის, თამაზ „თათუზა“ ყურაშვილის სახელს უკავშირდება. კლუბი 2025 წლის სექტემბერში მსოფლიო დონის ვარსკვლავების – სტენლი კლარკის, ბექა გოჩიაშვილისა და დენის ჩემბერსის დაუვიწყარი კონცერტით გაიხსნა.

Tatuza Jazz Club-ის გახსნა ქართული ჯაზის სცენისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა – სივრცე თავისი კონცეფციით ქართველ მუსიკოსებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

ფრანჩესკა ტანდოი
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

კახა კანდელაკი:

„Tatuza Jazz Club თამაზ ყურაშვილის სახელს ატარებს და ეს ძალიან კარგი იდეაა. „ისთერნ პრომოუშენის” გუნდისთვისაც, როგორც ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორებისთვის, თამაზ ყურაშვილი გამორჩეული ფიგურაა – ის ჩვენი ორგანიზაციული კომიტეტის წევრი იყო და მის სახელს ჯაზის განვითარებაში უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება. საბჭოთა კავშირის სცენაზე სწორედ ის იყო პირველი ქართველი ჯაზ მუსიკოსი და ამ კლუბის სახელწოდებაში მისი ხსოვნის გაცოცხლება განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. თვითონ კლუბი – ინტერიერის დიზაინიდან დაწყებული, ყველა დეტალით დასრულებული – საერთაშორისო დონის სივრცეა, რაც თბილისს ძალიან აკლდა. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ სტაბილურად მაღალი ხარისხის მუსიკა ჟღერს. ქართველი არტისტებისთვის ეს ძალიან საჭირო და გამორჩეული ადგილია, რადგან ეს სცენა მრავალი წამყვანი საერთაშორისო არტისტის კონცერტს უმასპინძლებს. ასეთი ძლიერი სტარტით კლუბის მუშაობის დაწყება ჯაზის მოყვარულთათვის ერთგვარ ახალ დანიშნულების ადგილად იქცევა. ევროპის ბევრ წამყვან ქალაქს აქვს თავისი ჯაზ კლუბი, რომელიც იქაურ მუსიკალურ იდენტობას განსაზღვრავს – ახლა ასეთი ადგილი საქართველოშიც არსებობს, რაც მელომანებისთვის ნამდვილად ბევრ რამეს ნიშნავს. აკუსტიკა, აუდიტორიის ტევადობა, კონცეფცია – ყველაფერი ერთად ქმნის ამ ადგილის უნიკალურობას. ასეთ სივრცეში მსმენელებს შეუძლიათ მსოფლიო დონის შემსრულებლებთან უშუალო კონტაქტი დაამყარონ. ამ კლუბის გახსნით Silknet-მა ქართული ჯაზის სცენისა და ზოგადად, ქვეყნის მუსიკალური კულტურის განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა.“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Lostprophets-ის სოლისტის, იან უოტკინსის მკვლელობისთვის ბრიტანეთის პოლიციამ ორი პირი დააკავა

შემდეგი სტატია

PRAGA –  4D Monster Lobsters-ის ახალი სინგლი

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი