Keychange-ის Talent Leadership პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

პროგრამა ქმნის შესაძლებლობას მათთვის, ვისაც სურს, იყოს ცვლილებების ლიდერი მუსიკალურ ინდუსტრიაში.

Keychange Talent Leadership-ის 2025-2026 წლის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამა დაფინანსებულია Creative Europe-ის მიერ და ქმნის შესაძლებლობას მათთვის, ვისაც სურს, იყოს ცვლილებების ლიდერი მუსიკალურ ინდუსტრიაში. პროექტი მიმართულია ქალებისა და გენდერულად მრავალფეროვანი პირების მხარდასაჭერად, რომლებიც მზად არიან, ხელი შეუწყონ მრავალფეროვნებას, თანასწორობას, ინკლუზიურობასა და ხელმისაწვდომობას (DEIA) მუსიკის სფეროში.

Keychange ინოვაციური საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მუსიკის მომავალს გარდაქმნის. ის ხელს უწყობს ფესტივალებსა და მუსიკალურ ორგანიზაციებს, რომ მათი პროგრამა და სამუშაო სივრცე მინიმუმ 50%-ით მოიცავდეს ქალებსა და გენდერულად მრავალფეროვან პირებს. პროგრამაში ჩართულია კანადისა და ევროპის 13 ქვეყნის 300-ზე მეტი პროფესიონალი.

რაც შეეხება Talent Leadership Programme-ს, ის Keychange-ის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და მუსიკალური ინდუსტრიის სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციის მიერ და მიზნად ისახავს სამართლიანი და ინკლუზიური მუსიკალური გარემოს შექმნას. 

პროგრამა 2027 წლამდე გაგრძელდება. წელს ის 25 ქვეყნის 43 მონაწილეს დაუჭერს მხარს. 

მარიამ ყალარაშვილი-ლაან – „საქართველოს მუსიკის ექსპორტის” დამფუძნებელი:

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელში ჩართვაც შეუძლიათ ქალ და გენდერულად მრავალფეროვან მუსიკოსებს, პროდიუსერებს, მენეჯერებს – ყველას, ვისაც ამ სფეროში ცვლილებების მოხდენა სურს. ის ორიენტირებულია ლიდერობისა და DEIA უნარებისა და ცოდნის გაზიარებაზე. 6 თვის განმავლობაში მონაწილეები უცხოელ კოლეგებთთან ერთად ისაუბრებენ მუსიკის ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე და იმსჯელებენ მათი გადაჭრის გზებზე. 

გარდა ამისა, მონაწილეებს ეძლევათ საშუალება, დაესწრონ ევროპის ორ უმსხვილეს შოუქეის ფესტივალსა და კონფერენციას, სადაც ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშეები, ლეიბლები, ფესტივალები და გაერთიანებები იყრიან თავს. ესენია: ტანილის მუსიკის კვირეული და რეპერბანის ფესტივალი ჰამბურგში.

მე თავად ძალიან გამიმართლა, რომ, პროგრამით გათვალისწინებული მენტორობის ფარგლებში, კონსულტაციების გავლა მომიწია უკრაინის ექსპორტ ოფისის დამფუძნებელთან, რაც ჩემთვის ძალიან პროდუქტიული გამოცდილება აღმოჩნდა. 

Keychange-ის ლიდერობის პროგრამა არ არის მხოლოდ სასწავლო კურსი კლასიკური გაგებით. კურიკულუმით გათვალისწინებული სწავლების შემდეგ თქვენ ხდებით თითქმის 400 კაციანი Keychange ქსელის წევრი, მუდმივად გაქვთ წვდომა მუსიკის ინდუსტრიის სიახლეებზე და რაც მთავარია, თანამოაზრეებთან ერთად თავადვე ხდებით სიახლისა და ცვლილების ლიდერი.”

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 12 ნოემბერი,
17:00 (EST) / 22:00 (GMT) / 23:00 (CET), თბილისის დროით 13 ნოემბრის დილის 02:00 საათი.

განაცხადი შეავსეთ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Jet Fuel – მაქსიმე მაჩაიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

Ty Dolla $ign Gabe Shaddow

Ty Dolla $ign-მა  მეოთხე სტუდიური ალბომი Tycoon გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი