მას შემდეგ, რაც ინგლისელი რეპერი EsDeeKid ტიმოთე შალამესთან დააკავშირეს, არტისტის პოპულარობა გაიზარდა

11 ნოემბერს TikTok-ის მომხმარებელმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ EsDeeKid სინამდვილეში ტიმოთე შალამეა
ტიმოთი შალამე Vanity Fair Oscar Party-ზე. ბევერლი ჰილსი, კალიფორნია. 2025 წლის 2 მარტი.
CHRISTOPHER POLK

ტიმოთე შალამე ჰოლივუდის წარმატებული მსახიობია, რომელიც ამჯერად აქტიურად არის ჩართული თავისი მომავალი ფილმის, Marty Supreme-ის კამპანიაში. თუმცა, მისი აქტიური სამსახიობო კარიერის პარალელურად, ზოგიერთ ფანს მიაჩნია, რომ ის საიდუმლოდ არის დაკავებული მეორე შემოქმედებითი საქმიანობით. 

2024 წელს მუსიკალურ სცენაზე გამოჩნდა რეპერი – EsDeeKid, რომელიც ვინაობას მალავს და სახეს ბალაკლავით იფარავს. 2025 წლის მიწურულს ის სტრიმინგ პლატფორმებზე დიდ წარმატებას აღწევს, ამის მიზეზი კი კონსპირაციული თეორიაა, რომლის მიხედვითაც  EsDeeKid ტიმოთი შალამეა. 11 ნოემბერს TikTok-ის მომხმარებელმა – @gothauntie0-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამტკიცებდა, რომ EsDeeKid სინამდვილეში ტიმოთე შალამეა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ვარაუდებია და რეალური საფუძველი არ აქვს, თეორიამ სოციალური ქსელები სწრაფად მოიცვა და არტისტით ბევრი მსმენელიც დაინტერესდა.

7-13 ნოემბრის კვირაში (როცა კონსპირაციიული ინფორაცია პირველად გავრცელდა) EsDeeKid-მა 5.8 მილიონზე მეტი ოფიციალური სტრიმი დააგროვა. მომდევნო კვირაში (14-20 ნოემბერი) ეს მაჩვენებელი 54%-ით გაიზარდა და 9 მილიონ სტრიმს გადააჭარბა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ანდერგრაუნდ რეპერის კატალოგის მოსმენის ზრდის მაჩვენებელმა 145%-ს გადააჭარბა. ამის შედეგად მისი სადებიუტო ალბომი – Rebel, რომელიც ივნისში გამოიცა, Billboard 200-ზე დაწინაურდა და 131-ე ადგილზე მოხვდა. 

ალბომის ორი ყველაზე ხმაურიანი ტრეკია 4 Raws და Phantom. 14-20 ნოემბერს 4 Raws-მა 3 მილიონზე მეტი ოფიციალური სტრიმი დააგროვა, რაც ბოლო სამი კვირის განმავლობაში 56%-იანი ზრდაა. Phantom-ის სტრიმებმა 2.98 მილიონს მიაღწია, რაც 53%-იანი ზრდაა. 31 ოქტომბერს EsDeeKid-მა გამოუშვა Century,  რომელმაც 14-20 ნოემბერს 1.68 მილიონი სტრიმი მოიპოვა, ეს კი ორი კვირის განმავლობაში 156%-იანი მატებაა.

არც EsDeeKid-ს და არც ტიმოთე შალამეს გავრცელებულ კონსპირაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა, ამ ეტაპზე მათი დუმილი არტისტების, განსაკუთრებით კი EsDeeKid-ის სასარგებლოდ მუშაობს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოლივია დინი, 2025 წლის CFDA მოდის დაჯილდოებაზე, 3 ნოემბერი, ნიუ იორკი. ფოტო: სტეფანი აუჯელო

Ticketmaster-მა ოლივია დინის ტურნეს ბილეთების ფასები შეამცირა

შემდეგი სტატია

ემინემი და ჯეკ უაითი Green Bay Packers-ის და Detroit Lions-ის თამაშის ნახევარტაიმის დროს. 2025 წლის 27 ნოემბერი. Gregory Shamus / Getty Images

დეტროიტის ლეგენდები ემინემი და ჯეკ უაითი მადლიერების დღის აღსანიშნ შოუზე ერთად პირველად წარდგნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი