Ticketmaster-მა ოლივია დინის ტურნეს ბილეთების ფასები შეამცირა

„ვეხმიანებით ოლივიას მოწოდებას და გადავდგით ნაბიჯები იმისთვის, რომ ვიყოთ უკეთესები“ – ამბობს მაიკლ რაპინო, Live Nation Entertainment-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომლის შვილობილი კომპანიაა Ticketmaster.
ოლივია დინი, 2025 წლის CFDA მოდის დაჯილდოებაზე, 3 ნოემბერი, ნიუ იორკი. ფოტო: სტეფანი აუჯელო
ოლივია დინი, 2025 წლის CFDA მოდის დაჯილდოებაზე, 3 ნოემბერი, ნიუ იორკი.
ფოტო: სტეფანი აუჯელო

21 ნოემბერს ბრიტანელმა მომღერალმა ოლივია დინმა მკაცრად გააკრიტიკა Ticketmaster, Live Nation და AEG Presents – მისი 2026 წლის ჩრდილოამერიკული ტურნეს ბილეთების აბსურდულად მაღალი ფასების გამო.

არტისტის ტურნეს – The Art of Loving-ის ბილეთები გაყიდვაში ამავე დღეს ჩაეშვა და რამდენიმე წუთში სრულად გაიყიდა. თუმცა, გადაყიდვის პლატფორმებზე ბილეთების ფასი რიგ შემთხვევაში ათას დოლარს სცდებოდა, რასაც ოლივია დინის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 

„@Ticketmaster @Livenation @AEGPresents  – ამაზრზენ მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს. ბილეთის ფასები, რაც გადაყიდვის პლატფორმებზე ფიქსირდება, სრულიად ეწინააღდმეგება ჩვენს სურვილებს. ცოცხალი მუსიკა უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და უნდა ვიპოვოთ ახალი გზა. იყავით უკეთესები”. – დაწერა ოლივია დინმა ინსტაგრამ სთორიში. 

Ticketmaster-მა მიიღო ეს გამოწვევა და ცდილობს, რეაგირებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. კომპანიის განცხადებით, ტურნეს ბილეთების ფასებს ზღვარს დაუწესებს, გულშემტკივრებს კი იმ ზედმეტ თანხას დაუბრუნებს, რომელიც მათ Ticketmaster-ის გადამყიდველებისგან ბილეთებისთვის გადაიხადეს. Live Nation-ისა და  Ticketmaster-ის ერთობლივი განცხადებით, კომპანიამ გაააქტიურა  სერვისი, რომელიც საიტზე ბილეთების თავდაპირველი ფასით გაყიდვას დაარეგულირებს და ტრანზაქციას საკომისიოს გარეშე უზრუნველყოფს.

კომპანიის თქმით, იმ მომხმარებლისთვის, ვინც ბილეთები ფასნამატით შეიძინა, თანხის დაბრუნება 10 დეკემბრამდე დასრულდება, თუმცა შესაძლოა, შუამავალი ბანკების მეშვეობით აღნიშნული თანხის გადარიცხვა რამდენიმე დღით დაგვიანდეს. 

„ვიზიარებთ ოლივიას სურვილს – ცოცხალი მუსიკა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და მსმენელებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ხელმისაწვდომ ფასში შეიძინონ ბილეთები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მოვთხოვოთ სხვა სავაჭრო პლატფორმებს, შეასრულონ არტისტის სურვილი გადაყიდვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ვიზიარებთ ოლივიას მოწოდებას  – „ვიყოთ უკეთესები” და გადავდგით ნაბიჯები მაგალითისთვის.  ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ძალისხმევა გულშემატკივრებს დაეხმარება, კიდევ ერთ შოუს დაესწრონ და აღმოაჩინონ ახალი არტისტი.”  – აღნიშნავს მაიკლ რაპინო, Live Nation Entertainment-ის აღმასრულებელი დირექტორი.

Ticketmaster-ის განცხადებით, ტურნეზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ოლივია დინმა Madison Square Garden-ში კიდევ სამი კონცერტი დაამატა. 

ოლივია დინი ცოტა ხნის წინ საბრინა კარპენტერთან ერთად აშშ-ის ტურნეს ბოლო ნაწილში მონაწილეობდა, ნოემბერში კი არტისტმა ჩრდილოეთ ამერიკის სოლო ტურნე დააანონსა. ლონდონელი არტისტის პოპულარობა განსაკუთრებით 15 ნოემბერს, Saturday Night Live-ის დებიუტის შემდეგ გაიზარდა, რასაც ავსტრალიაში, სიდნეიში, ღია ცის ქვეშ ჩატარებული  შოუ მოჰყვა, არტისტი ასევე წარდგა 2025 წლის ARIA Awards-ზე.

აღანიშნავია, რომ ავსტრალიაში ვიზიტის შემდეგ მისი სიმღერა Man I Need ავსტრალიური ARIA ჩარტის პირველ ადგილზე მოხვდა. ოლივიას ოთხი სიმღერა Billboard Hot 100-შია, მათ შორის Man I Need – მე-5 პოზიციაზე. მისი მეორე ალბომი The Art of Loving 22 ნოემბრის Billboard 200-ს მიხედვით მე-5 ადგილს იკავებს. ოქტომბერში დიდ ბრიტანეთში ალბომი პირველ ადგილზე გავიდა და იმავე კვირაში Man I Need სინგლების ჩარტის სათავეში მოექცა.

ოლივია დინის 2026 წლის ტურნე დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში აპრილში, შოტლანდიის დედაქალაქ გლაზგოდან დაიწყება და 20 ივნისს დუბლინში დასრულდება. მისი ამერიკული  ტურნე კი 10 ივლისს სან-ფრანცისკოში დაიწყება, შემდეგ ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, ატლანტაში, ტორონტოში, ლას-ვეგასში, ბოსტონსა და ჰიუსტონში გაგრძელდება და 28 აგვისტოს ოსტინში დასრულდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბრაიან ინო და სხვა ვარსკვლავები პალესტინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო საშობაო სინგლს გამოსცემენ

შემდეგი სტატია

მას შემდეგ, რაც ინგლისელი რეპერი EsDeeKid ტიმოთე შალამესთან დააკავშირეს, არტისტის პოპულარობა გაიზარდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი