Stranger Things-ის მეხუთე სეზონის პირველი ნაწილი ABBA-ს, მაიკლ ჯექსონის და სხვა არტისტების პოპ და როკ კლასიკებით დაბრუნდა

2026 წლის 30 იანვარს Stranger Things-ის მეხუთე სეზონის სრული საუნდტრეკები CD-ზე, ვინილსა და კასეტებზე გამოვა.
Stranger Things-ის სამსახიიბო შემადგენლობა სერიალის პრემიერაზე. 2025 წლის 6 ნოემბერი. ჰოლივუდი, კალიფორნია.
KEVIN WINTER/GETTY IMAGES

ილევენი, სტივი ჰარინგტონი, მაქს მეიფილდი და Stranger Things-ის სხვა პერსონაჟები მაყურებლის ცხოვრებაში კვლავ გამოჩნდნენ, რადგან სერიალი მეხუთე სეზონით დაბრუნდა.

სერიალი სამ ნაწილად გამოდის და პირველი ნაწილი სტრიმინგ სერვის Netflix-ზე უკვე ხელმისაწვდომია, რაც იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივრებს უკვე შეუძლიათ ისიამოვნონ ახალ ეპიზოდებში გამოყენებული მუსიკითაც. სერიებში გაჟღერდა ABBA-ს, მაიკლ ჯექსონის, The Psychedelic Furs-ის, Tiffany-ს და სხვა არტისტების პოპ და როკ კლასიკები.

მეორე ნაწილის პრემიერია 26 დეკემბერს შედგება, ხოლო მესამე, ფინალური ნაწილის –  2026 წლის 1-ელ იანვარს არის დაგეგმილი. 

2026 წლის 30 იანვარს Stranger Things-ის მეხუთე სეზონის სრული საუნდტრეკები CD-ზე, ვინილსა და კასეტებზე გამოვა. ალბომი Sony Music Entertainment-ის მფლობელობაში არსებულ Legacy Recordings-ზე გამოიცემა. 

სამეტაპიანი პრემიერა Stranger Things-ის მეხუთე და უკანასკნელ სეზონს მოიცავს. პრემიერამდე Netflix-მა ოფიციალური თიზერით გულშემატკივრებს დაუანონსა, რა ელოდებათ ფინალურ სეზონში. თიზერი ოქტომბერში გამოვიდა და შეიცავდა Queen-ის Who Wants To Live Forever-ის რემიქსს – ემოციურ ტრეკს, რომელიც თავდაპირველად 1980-იანი წლების ფილმ Highlander-ში გაჟღერდა.

სერიალის შემქმნელმა, ძმებმა დაფერებმა და ნორა ფელდერმა საუნდტრეკის ალბომი ერთიანი კონცეფციით წარადგინეს. ამ ალბომის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია.

Stranger Things-ის პირველი სეზონის პრემიერა 2016 წელს შედგა და უამრავ მაყურებელს შეახსენა 1980-იანი წლების ესთეტიკა. წლებთან ერთად შოუ კულტურულ ფენომენად იქცა და კარიერული გზა გაუხსნა ახალგაზრდა მსახიობებს. შოუში გამოყენებული საუნდტრეკების ავტორები კი კვლავ დაბრუნდნენ ფლეილისტებში. მაგალითად, მეოთხე სეზონში ქეით ბუშის 1985 წლის სიმღერა Running Up That Hill (A Deal With God) მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა, ხოლო Metallica-ს Master of Puppets-ის მეოთხე სეზონის ფინალურ ეპიზოდში გამოყენებამ ტრეკი პირველად შეიყვანა Billboard Hot 100-ის ჩარტში.

იხილეთ  Stranger Things-ის მეხუთე სეზონის პირველი ნაწილის საუნდტრეკები:

Rockin’ Robin – მაიკლ ჯექსონი

I Think We’re Alone Now – Tiffany

Fernando – ABBA

Mr. Sandman – The Chordettes

Pretty In Pink – The Psychedelic Furs

Sh-Boom – The Chords

Oh Yeah – Yello

To Each His Own – Freddy Martin & His Orchestra

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

,,სასწაულის მოლოდინში“ – საპრემიერო სამზადისი სოხუმის თეატრში

შემდეგი სტატია

ოლივია დინი ლოლა მენსელი

პროდიუსერის აქცენტი: ზაქ ნაჰოუმი ოლივია დინის ჰიტების წყალობით Hot 100 პროდიუსერების ჩარტის სათავეშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი