გიორგი მიქაძე ახალ ალბომს გამოსცემს

Georgian Songbook Vol. 2-ში ქართველ პიანისტთან ერთად ლერი გრენედერი და ჯეფ ბალარდი დაუკრავენ.
გიორგი მიქაძე
photo: Jean-Baptiste Millot 2023 – Jardin Du Luxembourg Paris, France

გიორგი მიქაძე ახალ ალბომზე იწყებს მუშაობას. ინფორმაციას ამის შესახებ მუსიკოსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ქართველი პიანისტის თქმით, ალბომი, სახელწოდებით Georgian Songbook Vol. 2, იანვარში ჩაიწერება და მასში მონაწილეობას ჯაზბასისტი ლარი გრენედერი და ჯაზდრამერი ჯეფ ბალარდი მიიღებენ. 

„ოცნებები ხდება და ძალიან სწორ დროს. იანვარში ახალ ალბომს ჩავწერ ლეგენდარულ არტისტებთან, ლარი გრენედერსა და ჯეფ ბალარდთან ერთად. ურიცხვი საათები მაქვს გატარებული მათ მოსმენაში, როცა ბრედ მელდოუსთან უკრავდნენ. ახლა კი ჩვენ ერთად ვიქნებით სტუდიაში,” – წერს მუსიკოსი.

Georgian Songbook Vol. 1 მუსიკოსმა 2023 წელს გამოსცა. მასში შესულია გია ყანჩელის, ჯანსუღ კახიძის, დავით თორაძის, სულხან ცინცაძისა და სხვა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები. ალბომის პირველი ნაწილი პარიზში ჩაიწერა. მასში ფრანგი მუსიკოსები: ფრანსუა მუტენი (კონტრაბასი) და რაფაელ პანიე (დრამერი) მონაწილეობენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Mary Um - Game Over (Official Music Video)

Mary Um-ის ახალი სიმღერა და მუსიკალური კლიპი – Game Over

შემდეგი სტატია

Bad Boy-ის თანადამფუძნებლის თქმით, Diddy-მ The Notorious B.I.G.-ის მემკვიდრეებს მისი დაკრძალვის ხარჯები გადაახდევინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი