Bad Boy-ის თანადამფუძნებლის თქმით, Diddy-მ The Notorious B.I.G.-ის მემკვიდრეებს მისი დაკრძალვის ხარჯები გადაახდევინა

50 Cent-ის აღმასრულებელი პროდიუსერობით, Netflix-ის დოკუმენტური სერიალი – Sean Combs: The Reckoning 2 დეკემბერს გამოვიდა.

Netflix-ის დოკუმენტური სერიალი – Sean Combs: The Reckoning შონ კომბსის (Diddy) და The Notorious B.I.G.-ის ურთიერთობის უამრავ შოკისმომგვრელ დეტალს შეიცავს.

ბიგი 1997 წლის 9 მარტს ტრაგიკულად გარდაიცვალა. ამის შემდეგ Diddy ბრუკლინელი რეპერის დაკრძალვის გრანდიოზულ ღონისძიებად ქცევას გეგმავდა. Bad Boy-ის თანადამფუძნებლის, კირკ ბაროუზის თქმით, მას შემდეგ, რაც კომბსმა ანგარიში ნახა, საბოლოოდ ხარჯები ბიგის ქონების მემკვიდრეებს დააკისრა.

„შონმა თქვა – ჩვენ ვაპირებთ ბიგისთვის ისეთი დიდი დაკრძალვის მოწყობას, როგორიც ნიუ-იორკს არასოდეს უნახავს. ჩვენ დავიწყეთ ორგანიზება. შემდეგ შონმა ნახა ხარჯები და თქვა – ჩვენ გავაკეთებთ ყველაზე დიდ დაკრძალვას, მაგრამ ბიგის [მემკვიდრეებს] მოუწევთ ამ ხარჯების გადახდა. ის აპირებდა, რომ დაკრძალვა გარდაცვლილის ქონებიდან ანაზღაურებადი ხარჯი ყოფილიყო. შონის მიერ ასეთი შოუს დადგმა მას კარგად წარმოაჩენდა, მაგრამ ის მსოფლიოს არ გამოუტყდებოდა, რომ ხარჯები ბიგის ქონებიდან დაიფარა.”

The Notorious B.I.G. 1997 წლის 18 მარტს დაკრძალეს, ხოლო პანაშვიდი ფრენკ კემპბელის სამგლოვიარო სამლოცველოში გაიმართა. მოეწყო მსვლელობა, რა დროსაც ათასობით ადამიანი ბრუკლინის ქუჩებში  იდგა, რათა გარდაცვლილი რეპერისთვის პატივი მიეგოთ. მსვლელობას უამრავი ვარსკვლავიც ესწრებოდა. 

ბაროუზმა დიდის წინააღმდეგ კიდევ უფრო მძიმე ბრალდებები წამოაყენა. მათ შორის ის, რომ კომბსმა ბაროუზი აიძულა, ცვლილებები შეეტანა ბიგის თავდაპირველ კონტრაქტში Bad Boy-სთან, რათა პირობები ლეიბლისთვის უფრო მომგებიანი და ხელსაყრელი ყოფილიყო.

ბაროუზის კიდევ ერთი განცხადებით, ბიგის არც კი უნდოდა ლოს-ანჯელესში ყოფნა და თავისი მომავალი ალბომის, Life After Death-ის კამპანიაში ჩართვა, რადგან ამ დროს დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებს შორის დაძაბულობა მწვავდებოდა. ბაროუზმა განაცხადა, რომ კომბსმა გააუქმა B.I.G.-ის მოგზაურობა გაერთიანებულ სამეფოში, რათა ის ლოს-ანჯელესში დარჩენილიყო.

B.I.G. 7 მარტს Soul Train Awards-ს დაესწრო და შემდეგ ლონდონში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ კომბსის რჩევით ლოს-ანჯელესში დარჩა.

ბიგი 8 მარტის ღამეს VIBE-ის წვეულებაზე წავიდა და 9 მარტს, გამთენიისას, როცა შეკრების ადგილს ტოვებდა, ავტომობილიდან ცეცხლასროლი იარაღით მას რამდენჯერმე ესროლეს. რეპერი Cedars-Sinai Medical Center-ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

The Reckoning-ში ასევე შევიდა ექსკლუზიური, აქამდე გამოუქვეყნებელი კადრები ბიგის მკვლელობის ადგილიდან. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიორგი მიქაძე ახალ ალბომს გამოსცემს

შემდეგი სტატია

Bad Bunny სტრიმინგ სერვის Spotify-ს 2025 წლის ყველაზე დიდი არტისტია

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი