Lizzo პირველი საბავშვო წიგნის გამოსვლას აანონსებს – „ეს არის ისტორია საკუთარი ხმის პოვნაზე“

ლიზო
MICHAEL BUCKNER/VARIETY

წიგნი „პატარა ლიზო ხვდება საშა ბ. ფლუტინს“ (Lil Lizzo Meets Sasha B. Flootin) მომღერლის მუსიკალური გზითა და თვითშემეცნებით არის შთაგონებული.  

16 მარტს Lizzo-მ განაცხადა, რომ გამოსცემს საკუთარ პირველ საბავშვო წიგნს, სახელწოდებით „პატარა ლიზო ხვდება საშა ბ. ფლუტინს“ (Lil Lizzo Meets Sasha B. Flootin). ეს სიახლე მომღერალმა CBS-ის დილის გადაცემაში, გეილ კინგთან საუბრისას გაამხილა.

„ყველა მეკითხება, თუ როგორ დაიწყო ჩემი და ფლეიტის ისტორია. მეუბნებოდნენ: რატომ? საიდან ფლეიტა? ეს წიგნი რეალურ ისტორიას ჰყვება, როგორ დავიწყე ფლეიტაზე დაკვრა.“ – განუცხადა Lizzo-მ გეილ კინგს.

ჰიუსტონში გაზრდილი მომღერალი და რეპერი განმარტავს, რომ წერა ყოველთვის უყვარდა და სანამ მუსიკა მისი ცხოვრების მთავარ ნაწილად იქცეოდა, დიდი ამერიკული რომანის ავტორობაზე ოცნებობდა. “ეს წიგნი ჩემში არსებული ყოველივე მშვენიერის ერთობლიობაა,“ – თქვა Lizzo-მ.

წიგნის სათაური, რა თქმა უნდა, Lizzo-ს  ნამდვილი ფლეიტის სახელით არის შთაგონებული, რომლის სრული სახელია: Sasha Beatrice Flootin’ Jefferson Kirkwood Johnson Esquire the III. სახელი Sasha კი ჰიუსტონის კიდევ ერთმა სიმბოლომ შთააგონა.

“ბიონსე ჩემთვის ყოველთვის დიდი შთაგონება იყო, განსაკუთრებით პატარაობისას“. –  განმარტა Lizzo-მ CBS Mornings-ში. 

არტისტი თავს ბიონსეს განსხვავებულ პერსონებთან აკავშირებდა, მაშინ, როცა კოლეჯში ფლეიტას სწავლობდა, პარალელურად ჰიუსტონის რეპ-სცენაზე თავის დამკვიდრებასაც ცდილობდა. მან კინგს განუმარტა, რომ გრძნობდა, თითქოს ამ ორ მხარეს შორის არჩევანი უნდა გაეკეთებინა და ფლეიტა, შესაძლოა, მისი ალტერ ეგო გამხდარიყო.

„Sasha Fierce. Sasha Floot,“ – თქვა Lizzo-მ.

მომღერალმა და კინგმა საუბარი წიგნის მთავარ გზავნილზე გაამახვილეს, თუმცა დასასრული არ გაამხილეს. „ეს არის ისტორია საკუთარი ხმის პოვნაზე. ამ ხმის ძიების ერთადერთი გზა კი საკუთარ თავად ყოფნაა და თავდაჯერებაა. არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ ან ვის იცნობ, საბოლოოდ ყველაფერი მაინც შენზეა დამოკიდებული.“ – აღნიშნა Lizzo-მ.

საბავშვო წიგნი Lil Lizzo Meets Sasha B. Flootin წიგნის მაღაზიებში 9 სექტემბერიდან გამოჩნდება.

ნახეთ Lizzo-სა  და გეილ კინგის სრული ინტერვიუ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დუა ლიპა ეპშტეინის ფაილების გარშემო არსებულ დისკუსიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს ყველა მსხვერპლს აზიანებს

შემდეგი სტატია

Billboard Pop Shop-ის პოდკასტის ახალ ეპიზოდში განიხილეს მომენტი, როცა ოსკარის დაჯილდოებაზე KPOP DEMON HUNTERS-ის გუნდს სიტყვა შეაწყვეტინეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

გაეცანით ყველაზე საინტერესო და აუცილებლად მოსასმენ ახალ მუსიკალურ უცხოურ და ქართულ რელიზებს.
მეტი

ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა - ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.
მეტი