GEORGIAN ON MY MIND – გიორგი გიგაშვილი და ნინი ნუცუბიძე თბილისში ერთობლივ კონცერტს გამართავენ

პროგრამის კონცეფცია დასავლური კლასიკური მუსიკისა და ქართული ფოლკლორული ტრადიციების სინთეზს ეფუძნება.
პოსტერი: RECKLESS STUDIO

13 ივნისს მულტიფუნქციური სივრცე TEC (დოდო აბაშიძის 10) მუსიკალურ პროექტს – GEORGIAN ON MY MIND-ს უმასპინძლებს. გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის კოლაბორაცია, რომელმაც წარმატებებს მიაღწია ევროპის მასშტაბით, ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგება. 

პროგრამის კონცეფცია დასავლური კლასიკური მუსიკისა და ქართული ფოლკლორული ტრადიციების სინთეზს ეფუძნება. თბილისში პრემიერამდე, პროექტი წარმატებით იყო წარმოდგენილი ისეთ პრესტიჟულ სცენებზე, როგორებიცაა: ჰამბურგის Elbphilharmonie, ვენის Konzerthaus, ამსტერდამის Concertgebouw, ბონის Beethovenfest და კატოვიცეს NOSPR-ის დარბაზი.

ღონისძიების ორგანიზატორია TEMPS, წარმდგენი – TBC Concept, ხოლო ექსკლუზიური სპონსორი – Metropol. პროექტის პარტნიორები არიან Steinway & Sons Georgia და Sarajishvili. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს Billboard Georgia.

პოსტერი: RECKLESS STUDIO

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

KPop Demon Hunters მსოფლიო საკონცერტო ტურნეში მიდის

შემდეგი სტატია

„ერთი არხი” – პირველი ქართული მუსიკალური არხი იუთუბზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი

შერი და სხვა არაერთი ვარსკვლავი ბობ მაკის გარდაცვალებას ეხმაურება

შერისთან თანამშრომლობა მაკის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო, თუმცა ათწლეულების განმავლობაში მისი ცნობილი კოსტიუმებით პოპკულტურის არაერთი ცნობილი სახე გამოჩნდა.
მეტი

„ბჟა დო თუთა“  – Tamada-ს და ჯეგე სახოკიას ახალი მეგრული კომპოზიცია 

„ბჟა დო თუთა“ Tamada-სა და ჯეგე სახოკიას კოლაბორაციული ნამუშევარია, რომლის ტექსტიც ზეინაბ სარიას ლექსის მიხედვითაა შექმნილი.
მეტი