ნახეთ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერის ვიდეოკლიპი, რომელშიც მესი და მბაპე მონაწილეობენ

შაკირასა და Burna Boy-ს მიერ შესრულებული სიმღერის ვიდეოში კიდევ არაერთი საფეხბურთო ვარსკვლავის კამეოს შეხვდებით.
შაკირა – Dai Dai

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი შაკირასთვის უკვე მზადაა. 23 მაისს კოლუმბიელმა სუპერვარსკვლავმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერის ვიდეოკლიპი გამოსცა. სიმღერას, სახელწოდებით Dai Dai, შაკირა Burna Boy-სთან ერთად ასრულებს. 

რეჟისორ ჰანა ლუქს დევისის მიერ მაიამიში გადაღებული კლიპი იწყება სცენით, სადაც შაკირა მეხიკოს სავიზიტო “დამოუკიდებლობის ანგელოზის” სკულპტურის წვერში ზის, რის შემდეგაც კადრი უდაბნოში გადადის, სადაც ის აფრიკელ ბავშვებთთან ერთად ცეკვავს. 

ამის შემდეგ ვიდეოში Burna Boy ჩნდება, რომელიც თავის პარტიას ასრულებს, შაკირა კი ამ დროს ვარსკვლავებიანი ცის ფონზე, მანათობელ გლობუსზე დგას. მოგვიანებით კი მომღერალს უკვე ფეხბურთის სტადიონზე ქალ მოცეკვავეებთან ერთად ვხედავთ, რომლებიც მონაწილე ქვეყნების დროშებით შთაგონებულ სამოსში არიან გამოწყობილი.


კლიპის კულმინაციაა საარქივო კადრები გასული მსოფლიო ჩემპიონატებიდან, რა დროსაც შაკირა და Burna Boy ასახელებენ ისეთ საფეხბურთო ლეგენდებს, როგორებიც არიან: დიეგო მარადონა, პაოლო მალდინი, რომარიო, კრისტიანო რონალდო, დევიდ ბეკჰემი, კაკა, ლიონელ მესი და სხვები. კლიპში ვხვდებით მესის, მბაპესა და სხვა ცნობილი ფეხბურთელების კამეოებსაც.

Dai Dai ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ოფიციალური სიმღერაა, რომელსაც შაკირა ასრულებს. ჩემპიონატის ჰიმნი მან პირველად 2010 წელს იმღერა  – Waka Waka (This Time for Africa).

ღონისძიებას წელს სამი ქვეყანა – აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს. ჩემპიონატი 11 ივნისს მეხიკოში დაიწყება და 19 ივლისს ნიუ-ჯერსიში დასრულდება. შაკირა იქნება ასევე ერთ-ერთი ჰედლაინერი ფინალური მატჩის შოუზე, მადონასა და BTS-თან ერთად.

ნახეთ Dai Dai-ს ვიდეოკლიპი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მარიამ სამუშიასთან კოლაბორაციით, პლატფორმა HOLAFILM-მა მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი
ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი

ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

23 მაისს სასტუმრო Telegraph-ის თავზე მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში თანამედროვე ჯაზის, სოულისა და ელექტრონული ჟღერადობის უნიკალური კოლაბორაცია შედგება.
მეტი