მურმან წულაძის ახალი EP  – Firma

ახალი ჩანაწერი მელანქოლიური და ნოსტალგიური განწყობის მატარებელია, – არტისტი დასავლეთ ევროპაში გატარებულ გამოცდილებასა და საკუთარ სენსიტიურ მხარეს ავლენს.
მურმან წულაძე

მურმან წულაძის ახალი EP,  სახელწოდებით Firma  29 მაისს გამოვიდა. ოთხი კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი არტისტისთვის ერთგვარი პირადი დღიურია. სხვადასხვა ქალაქში განცდილი ემოციები, მარტოობა, როგორც გამოცდილება და დასავლური ცხოვრების რიტმი კომპოზიციებს ერთ მთლიან ნარატივად გასდევს.

როგორც არტისტი ამბობს, ეს ნამუშევარი მისთვის დასავლეთ ევროპაში გატარებული პერიოდის შეჯამებაა:

„ეს იყო რაღაცნაირად ჩემი ბოლო ემოცია დასავლეთ ევროპულ ქვეყნებთან დაკავშირებით, სადაც ინდივიდუალიზმია, სადაც რაღაცნაირად უნდა ისწავლო მარტო ცხოვრება და გადარჩენა, რაც ჩვენ, ქართველებს, ბავშვობაში არ გვასწავლეს. 9 ბებო გივლის.. მარტოობა მთლად ცუდიც არაა, შენს თავზე უფრო მეტს სწავლობ, როცა ხარ მარტო.  ძნელია, მაგრამ გარკვეული პლუსები აქვს. თან მინდოდა, რომ ქართველი მსმენელისთვის მეჩუქებინა ხარისხიანი დასავლური ფირმა მუსიკა.” – მურმან წულაძე.

EP-ში ოთხი კომპოზიციაა შესული:  Rock That Casbah, Tsvims, Ik Tarara და Birds, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ისტორიებია, თუმცა საერთო ემოციურ ხაზს მიჰყვებიან.

„კომპოზიციები თითქოს თავისით დალაგდა: Rock that Casbah სწორედ სიმარტოვეზეა, ხოლო Tsvims – წვიმიან დასავლურ დღეებზე, როდესაც პარიზში მზეს თვეების განმავლობაში ვერ ხედავ და, ამავდროულად, ქართულ „მეზარება“ მენტალიტეტზე.” –  თუმცა, როგორც არტისტი ამბობს, სიმარტოვისგან თუ რამე გვიხსნის, ეს ისევ სიყვარულია, რომლის პოვნაც დასავლურ, მკაცრად ინდივიდუალიზებულ სამყაროში საკმაოდ რთულია. 

არტისტი დეტალურად აღწერს თითოეული ტრეკის შინაარსს და შექმნის პროცესს: 

Rock That Casbah – დავწერე ფლორენციაში. ვცხოვრობდი ძველ სასახლეში და ვინც მიმიწვია, ტვინს მიბურღავდენ როკმუსიკით და, მეთქი, ახლა განახებთ როკს, პლუს იმ პერიოდში სრულიად მარტო ვიყავი, უცხო ადამიანებთან ახალ რეალობაში.“

Tsvims  – პარიზში შექმნილი ტრეკია და ქალაქის მძიმე, წვიმიან ატმოსფეროს ატარებს. მეც ეგეთ ხასიათზე ვიყავი, მეზარებოდა მუშაობა, იმ მდგომარეობაში ვიყავი, როცა ყველაფერს ხვალისთვის დებ, მაგრამ საბოლოოდ ხვდები, რომ გადადება კარგს არაფერს გაძლევს.“

Ik Tarara – პარიზისა და ფლორენციის მკვეთრი კონტრასტიდან დაიბადა. არტისტი პარიზს „Krakcity“-ს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქალაქის რეალობა ხშირად „მძიმე და შხამიანია“. ფლორენციაში გადასვლის შემდეგ კი სრულიად სხვა განწყობაზე აღმოჩნდა: „პარიზული ცხოვრებიდან გადავინაცვლე დოლჩე ვიტა ცხოვრებაზე… ანუ მარტო გამოპრანჭული ხალხი, ულამაზესი შენობები, ბუნება და აღარანაირი პარიზელი ზომბები… მელოდია იქვე დაიწერა, ტექსტი კი უკვე საქართველოში დავამატე.“

EP-ის ყველაზე სევდიანი ტრეკი, Birds, ბელგიაში, რუისბრუკში შეიქმნა, სადაც ყველა იმედი მკვდარია.. იქ ყველაფერი ერთ ციკლში ბრუნავს – მუშაობა, ძილი, ისევ მუშაობა… და, რაღაცნაირად, მაგ სიტუაციიდან ამ სიმღერით გაპარვა მინდოდა.“

ახალი ნამუშევარი Firma სრულად მურმან წულაძის მიერ არის შექმნილი: „თავიდან ბოლომდე მარტომ ვიმუშავე. ჯერ დემოები გავაკეთე, კაი ხანი ვუსმინე, სანამ არ დადგა. როგორც ღვინოს უნდა დრო, ეგრეა მუსიკა.  ამჟამად არავინ ვამღერე ან დავიხმარე. მინდოდა, რომ ეს ჩემი ღრმა ემოციები დამოუკიდებლად გამომეხატა.  კიდე ვერ ვხსნი წესიერად, რისი თქმა მინდოდა, მაგრამ რომ ვუსმენ, ვიცი და ვგრძნობ, რა იდეაც ჩავდე და იმედია, მსნენელიც მიხვდება” – მურმან წულაძე 

EP-ის მიქსინგზე  Kevin Heuze-მა იმუშავა, ხოლო მასტერინგზე Benjamin Joubert-მა.

რაც შეეხება ლაივ შესრულებებს, ახალი კომპოზიციების ცოცხლად მოსმენის შესაძლებლობა მსმენელს სულ მალე ექნება. მურმან წულაძე ახალ ტრეკებს 29 მაისს, ბათუმში, Scarlett Bar-ში შეასრულებს, 6 ივნისს კი თბილისში, დედაენის პარკში მდებარე „ბაღში“ წარდგება მსმენელის წინაშე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ნარ-ნარ ხარ“ – თამადას ახალი მუსიკალური ვიდეო

შემდეგი სტატია

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ Boards of Canada ახალი ალბომით დაბრუნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის დაგეგმვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

კონცერტზე თავდასხმის გეგმა ჩაიშალა, თუმცა ავსტრიის ხელისუფლებამ 2024 წლის აგვისტოში სვიფტის სამივე გამოსვლა მაინც გააუქმა.
მეტი
არიანა გრანდე Courtesy of Republic Records

კვირის მუსიკალური გზამკვლევი – არიანა გრანდე, Labrinth, aespa და სხვები

გაეცანით კვირის მთავარ მუსიკალურ რელიზებს. Billboard-ის მუსიკალური გზამკვლევი ყოველკვირეულად გთავაზობთ ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს.
მეტი

RIHA-ს მეხუთე სტუდიური ალბომი V

ალბომი მისი საავტორო დოკუმენტური ფილმისთვის შექმნილი საუნდტრეკების კრებულია და ავტორის ბაბუას, მხატვარს და მოქანდაკე ვახტანგ ონიანს ეძღვნება.
მეტი

პოლ მაკარტნის თქმით, „პრინცს” Beatles-ის ქავერი აქვს ჩაწერილი, რომლის გამოცემაც სურს

მაკარტნიმ თავის საყვარელ სიმღერებზე ისაუბრა და საკუთარი მოსაზრება გააზიარა ტეილორ სვიფტის, ბილი აილიშის, ოლივია როდრიგოსა და საბრინა კარპენტერის შესახებ.
მეტი