ვარსკვლავების ცნობილმა სტილისტმა, კრის ეპლტონმა ბრიტნი სპირსს თმის ვარცხნილობა შეუცვალა

„ის არა მხოლოდ საკულტო ადამიანია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი, კეთილი და სათუთი სული, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ,” – დაწერა კრის ეპლტონმა პოსტის აღწერაში.
ბრიტნი სპირსი 2016 წლის MTV -ს დაჯილდოებაზე Anthony Harvey/Getty Images
ბრიტნი სპირსი 2016 წლის MTV -ს დაჯილდოებაზე
Anthony Harvey/Getty Images

ბრიტნი სპირსმა იმიჯი შეიცვალა. ვარსკვლავების სტილისტმა კრის ეპლტონმა, რომელიც კიმ კარდაშიანთან თანამშრომლობითაა ცნობილი, Instagram-ზე მომღერალთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. სტილისტმა პოსტის აღწერაში აღნიშნა, თუ რამდენად არარეალური შეგრძნებაა, როდესაც ბავშვობის კუმირი დღეს მისი კლიენტია. 

„როგორც ინგლისში გაზრდილი ბავშვისთვის, ბრიტნი სპირსი ჩემი ცხოვრების უამრავი მომენტის საუნდტრეკი იყო. ვერც ვიოცნებებდი, რომ ოდესმე მის სავარძელთან დავდგებოდი (ან, როგორც ამ შემთხვევაშია, ის იდგებოდა ჩემს ზურგსუკან) და მის თმაზე ვიზრუნებდი. ზოგიერთი მომენტით ცხოვრებაში მართლაც სრული წრე იკვრება. ის არა მხოლოდ საკულტო ადამიანია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი, კეთილი და სათუთი სული, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ,” – დაწერა კრის ეპლტონმა პოსტის აღწერაში. 

ეპლტონის მიერ გაზიარებულ ფოტოში სპირსი რადიკალურად შეცვლილი არ არის, თუმცა მას სწორი თმა აქვს. 

ფოტოს გამოქვეყნებამდე რამდენიმე თვის წინ სპირსი სამკურნალო დაწესებულებაში ნებაყოფლობით წავიდა. ეს გადაწყვეტილება 4 მარტს, კალიფორნიაში, ვენტურას ოლქში, საეჭვოდ ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის დაკავებას მოჰყვა. ბრიტნი სპირსმა საპროცესო შეთანხმებას მიაღწია და ერთწლიანი პირობითი მსჯავრიც შეეფარდა. მან ბრალი აღიარა შედარებით მსუბუქ სამართალდარღვევაში, რაც ნაკლებად მძიმეა, ვიდრე ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდება.

„მან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პოზიტიური ცვლილებებისკენ, რაც ნათლად აისახა ვენტურას ოლქის პროკურატურის გადაწყვეტილებაში – შეემცირებინა ბრალდება და მოეხსნა ნასვამ მდგომარეობაში მართვის მუხლი,” – განაცხადა სპირსის ადვოკატმა. ადვოკატის თქმით, ბრიტნი აფასებს და მადლიერია იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, რაც საზოგადოებისგან მიიღო.

მიუხედავად ამისა, მაისში საზოგადოებამ კვლავ გამოთქვა შეშფოთება, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპირსი ერთ-ერთ რესტორანში დანით ხელში უჩვეულოდ იქცეოდა, თუმცა მისმა წარმომადგენელმა ეს ხმები მალევე უარყო. „ის უბრალოდ ყვებოდა ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ უყეფდა მისი ძაღლი მეზობლებს. მას არცერთ მომენტში არავინ ჩაუგდია საფრთხეში. ეს არის მუდმივი თავდასხმა ყველაფერზე, რასაც ის აკეთებს. ზუსტად იგივე ხდებოდა 20 წლის წინაც, როდესაც მედია ბრიტნის ცუდ პიროვნებად წარმოჩენას ცდილობდა. ეს აბსურდია და ახლავე უნდა შეწყდეს,” – განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა Billboard-ისთვის მიცემულ კომენტარში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

ტეილორ სვიფტის თქმით, პოლ მაკარტნი მისთვის მუდმივი შთაგონების წყაროა და მის ახალ ალბომს უმაღლეს შეფასებას აძლევს

შემდეგი სტატია

ინკლუზიური მუსიკა –  სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ინკლუზიური მუსიკა –  სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

თაკო ჟორდანია Billboard საქართველოსთან ინკლუზიური მუსიკალური განათლების შესახებ, სტერეოტიპების გადალახვასა და პროცესზე დაფუძნებულ სწავლებაზე საუბრობს
მეტი
ტეილორ სვიფტი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

ტეილორ სვიფტის თქმით, პოლ მაკარტნი მისთვის მუდმივი შთაგონების წყაროა და მის ახალ ალბომს უმაღლეს შეფასებას აძლევს

მიუხედავად იმისა, რომ ტეილორ სვიფტი ამ კვირაში თავადაც ახალი მუსიკალური რელიზისთვის ემზადება, მან დრო მაინც გამონახა და ინსტაგრამზე…
მეტი

Euphoria-ს შემქმნელის, სემ ლევინსონის თქმით, დრეიკი შოუს ერთ-ერთი პირველი გულშემატკივარი იყო და HBO-ს პროექტის დაწყებაში დაეხმარა

სემ ლევინსონმა ასევე დაადასტურა, რომ Euphoria მესამე სეზონის 90-წუთიანი ფინალური სერიით საბოლოოდ დასრულდა.
მეტი
ტეილორ სვიფტი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. Christopher Polk/Billboard

ტეილორ სვიფტის სიმღერა, რომელიც ანიმაცია – Toy Story 5-ის საუნდტრეკია, პოპ-სუპერვარსკვლავს ქანთრის ჟანრსა და კინომუსიკაში აბრუნებს

Billboard-ის ახალ Pop Shop Podcast-ში ქეითი და კიტი განიხილავენ ყველაფერს, რაც ამ სიმღერის, I Knew It, I Knew You-ს შესახებ არის ცნობილი.
მეტი

„ჩვენ ახლახან რეკორდი მოვხსენით” – კანიე უესტის განცხადებით, სტამბოლში მის კონცერტს 118 000 ადამიანი დაესწრო

სტამბოლის კონცერტი უესტის პირველი ევროპული ტურნეს გამხსნელი შოუა ბოლო 11 წლის განმავლობაში.
მეტი

ხვიჩა კვარაცხელიას „პარკ დე პრენსზე” „მგზავრების” სიმღერის ფონზე დახვდნენ

ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მეტი