75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით – Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა.
ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა და სოციალურ ქსელებში საერთო განწყობა ტრიალებს. ბევრი გულშემატკივარი ნოსტალგიურ ნოტაზეა და აღნიშნავს, რომ უკვე მოენატრათ ის მუხტი და ატმოსფერო, რომელიც 11 ივნისიდან დაწყებულ ერთთვიან ტურნირს ახლდა თან.

ნანატრი ოქროს თასი ესპანეთმა  19 ივლისს ნიუ-ჯერსის MetLife Stadium-ზე გამართულ გრანდიოზულ ფინალში მოიპოვა, სადაც არგენტინა ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ეს ევროპული ქვეყნისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული მეორე გამარჯვებაა. პირველად ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატის თასი 2010 წელს მოიპოვა, როდესაც ფინალში ნიდარლანდებს ზუსტად იგივე ანგარიშით 1:0 მოუგო.  

ზეიმის გასაგრძელებლად და ესპანეთის გამარჯვების აღსანიშნად, Billboard-მა განსაკუთრებული ფლეილისტი შეადგინა.

სიაში, სახელწოდებით Spain’s World Cup in Music  (ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატი მუსიკაში), 75 სიმღერა და ოთხ საათზე მეტი ხანგრძლივობის მუსიკაა გაერთიანებული, მათ შორის ესპანეთის ყველაზე ცნობილი ჰიტები, როგორებიცაა: Los Del Rio-ს Macarena, The Ketchup-ის Aserejé, ალეხანდრო სანსის La Tortura, რომელიც მან მსოფლიო ჩემპიონატების მუსიკის დედოფლად წოდებულ შაკირასთან ერთად ჩაწერა, ასევე ენრიკე იგლესიასის Bailando Gente de Zona-სა და Descemer Bueno-სთან კოლაბორაციით.

ამ უკანასკნელმა 2014 წელს Billboard-ის Hot Latin Songs-ის ჩარტში რეკორდიც მოხსნა, სიმღერამ პირველი ადგილი 41 კვირის განმავლობაში შეინარჩუნა, რაც იმ დროისთვის ჩარტის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პოზიცია იყო.

ფლეილისტში ასევე შესულია კლასიკური ჰიტები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ესპანეთის მუსიკალური ისტორიის ნაწილად იქცა. მათ შორისაა მანოლო ესკობარის Y Viva España,  ასევე ხულიო ეგლესიასის, როსიო დურკალის, პაკო დე ლუსიას, ხოან მანუელ სერატის, რაფაელისა და კამილო სესტოს კომპოზიციები.

გარდა ამისა, Billboard ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას თანამედროვე სიმღერებითაც ულოცავს, რომლებიც დღესდღეობით ჩარტებსა და სოციალურ ქსელებშია პოპულარული. მაგალითად, Quevedo-სა და ელიას კრესპოს La Graciosa, რომელიც  მატჩების მსვლელობისას არა მხოლოდ გულშემატკივრების ფავორიტ სიმღერად იქცა, არამედ, სტრიმინგის მონაცემების მიხედვით, Billboard-ის Spain Songs-ის ჩარტში პირველ ადგილსაც იკავებს.

ფლეილისტში ასევე შედის Jarabe de Palo-ს ენერგიული და პოზიტიური სიმღერა Bonito, Aitana-ს Superestrella და Natalia Jimenez-ის Creo en Mí.

მოუსმინეთ ფლეილისტს სრულად:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი ნინა ცაგარელი

„ღამის სერენადები“  განსაკუთრებული პროგრამით ბრუნდება –  ინტერვიუ ფესტივალის აღმასრულებელ დირექტორთან ნინა ცაგარელთან

შემდეგი სტატია

ნანი – ლეგენდის მიღმა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი