23 ივლისს Capital Breakfast-ის ახალი ეპიზოდი გამოქვეყნდა, რომლის წამყვანიც ჯორდან ნორთია. გადაცემის სტუმრები BTS-ის წევრები იყვნენ და ტრადიციისამებრ, ჩაიზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. მუსიკალურმა კოლექტივმა სამხრეთ კორეაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ მუსიკალურ სცენაზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა. სამხედრო სამსახურის დროს BTS-ის წევრებს ჯგუფი ძალიან ენატრებოდათ, რისთვისაც ბევრი მიზეზი ჰქონდათ. თუმცა ყველაზე მეტად მაინც იმ მარტოობას განიცდიდნენ, რაც ერთმანეთთან დაშორებამ გამოიწვია. მათ აღნიშნეს, თუ როგორ ენატრებოდათ ერთმანეთი ამ პაუზის დროს. „ცოტა არ იყოს, მოსაწყენიც კი იყო, რადგან გვერდით არ მყავდა არავინ, ვისაც ჩემი გაგება შეეძლო. ჯარში თანატოლი კონსულტანტები არიან, მაგრამ გულის გადაშლა დიდად არ მეხერხება, ასე რომ, ჩემს სადარდებელზე სალაპარაკოდ არავინ მყავდა,” – აღიარა V-მ.
K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს. დანარჩენი წევრებიც ეტაპობრივად მიჰყვნენ მას. 2025 წელს შვიდეულის საბოლოო გაერთიანებამდე, ჯგუფის წევრები მსმენელებს სოლო პროექტებს სთავაზოვდნენ.
გაერთიანებისთანავე BTS-მა ახალ ალბომზე დაიწყო მუშაობა, რის შედეგადაც შეიქმნა ARIRANG, რომელიც სამი კვირის განმავლობაში ლიდერობდა Billboard 200-ის ჩარტში. ამჟამად BTS ალბომის მხარდასაჭერ ტურნეშია. ივლისის დასაწყისში ჯგუფმა ნიუ-ჯერსიში, MetLife Stadium-ზე გამართულ FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ისტორიულ შოუში შაკირასთან, მადონასთან და ჯასტინ ბიბერთან ერთადაც მიიღო მონაწილეობა.
იხილეთ BTS-ის სრული ინტერვიუ: