50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
ემინემი და 50 Cent NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის მატჩზე. Little Caesars Arena, დეტროიტი, 13 მაისი, 2026.
GREGORY SHAMUS/GETTY IMAGES

50 Cent-მა განაცხადა, რომ ფილმ Street Fighter-ის საუნდტრეკისთვის ემინემის და 2Pac-ის კოლაბორაციას ამზადებს. რეპერმა ეს სიახლე 24 ივლისს, გადაცემაში Today With Jenna and Sheinelle სტუმრობისას გაასაჯაროვა.

„ახალ მუსიკაზე ვმუშაობ. ჩავწერე ტრეკი, რომელიც ჩემს, ემინემის და 2Pac-ის ჩანაწერს შეიცავს,” – თქვა მან, რამაც წამყვანების დაბნეულობა გამოიწვია.

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი. „ეს ტრეკი ფილმ Street Fighter-ის მთავარი თემა იქნება. ყველაფერი იდეალურად გამოვიდა,” – აღნიშნა 50 Cent-მა.

რეპერის თქმით, ეს კოლაბორაცია უახლოეს მომავალში გამოვა და აუდიტორია მის მოსმენას შეძლებს. 

რაც შეეხება ფილმს – Street Fighter, მისი პრემიერა შეერთებული შტატების კინოთეატრებში 2026 წლის 16 ოქტომბერსაა დაგეგმილი და მასში 50 Cent მონაწილეობს. მასთან ერთად, რიმეიქის ვარსკვლავურ სამსახიობო შემადგენლობაში ასევე არიან:  ჯეისონ მომოა, ნოა სენტინეო, მომღერალი ორვილ პეკი და WWE-ის სუპერვარსკვლავი რომან რეინსი. 

ჯერ კიდევ დეკემბერში რეპერმა მიანიშნა, რომ ამ კინოპროექტის ფარგლებში ემინემთან ითანამშრომლებდა, თუმცა 2Pac მაშინ არ უხსენებია. ბოლო ერთობლივი ნამუშევარი, რომელიც 50 Cent-მა და ემინემმა გამოსცეს, იყო ტრეკი, სახელწოდებით Gunz N Smoke. სინგლი 2024 წლის დეკემბერში Dr. Dre-სა და Snoop Dogg-ის კოლაბორაციულ ალბომში, Missionary-ში შევიდა.

50 Cent-ს და ემინემს ახლო მეგობრობაც აკავშირებთ. მათ წარსულში არაერთხელ უთანამშრომლიათ. არტისტებმა 2000-იან წლებში გამოსცეს ისეთი ტრეკები, როგორებიცაა: Don’t Push Me, Patiently Waiting, Gatman & Robin და You Don’t Know. 

ნახეთ ვიდეო, სადაც 50 Cent ემინემთან და 2Pac-თან კოლაბორაციულ  ტრეკზე საუბრობს: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

შემდეგი სტატია

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი