The Black Eyed Peas-ის სიმღერამ My Humps YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

ჰიტი My Humps ოფიციალურად YouTube-ის „მილიარდ ნახვათა კლუბს“ შეუერთდა.
will.i.am, Fergie, apl.de.ap და Taboo - Black Eyed Peas | 52-ე ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე, MGM Grand Garden Arena-2026 წლის 25 მაისi, ლას-ვეგასი. Christopher Polk/Dick Clark Productions
will.i.am, Fergie, apl.de.ap და Taboo – Black Eyed Peas | 52-ე ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე, MGM Grand Garden Arena-2026 წლის 25 მაისi, ლას-ვეგასი.
Christopher Polk/Dick Clark Productions

The Black Eyed Peas-ის 2005 წელს გამოცემული სიმღერის ოფიციალურმა მუსიკალურმა ვიდეომ პლატფორმაზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა.

სიმღერა ჰიპ-ჰოპ ჯგუფის მეოთხე სტუდიურ ალბომ Monkey Business-შია შესული. ეს The Black Eyed Peas-ის მესამე ვიდეოკლიპია, რომელმაც   YouTube-ზე ამ ნიშნულს მიაღწია. მანამდე ამავე კატეგორიასი მოხვდნენ ჯგუფის ვიდეოები Where Is the Love? და RITMO, რომელიც J Balvin-თან ერთად Bad Boys for Life-ის საუნდტრეკისთვის ჩაიწერა. 

სიმღერის ავტორი will.i.am-ია. My Humps-ში გამოყენებულია Sexual Harassment-ის 1983 წლის სინგლის I Need a Freak სემპლები, რომლის ავტორიც ლინ ტოლივერია. 

საინტერესოა, რომ თავდაპირველად My Humps ჯგუფ The Pussycat Dolls-ისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა საბოლოოდ სიმღერა The Black Eyed Peas-მა შეასრულა. კომპოზიციაში მთავარ ვოკალურ პარტიებს Fergie და will.i.am ასრულებენ. 

My Humps The Black Eyed Peas-ის მეორე სინგლია, რომელიც Billboard Hot 100-ის საუკეთესო სამეულში მოხვდა. მანამდე იმავე შედეგს ჯგუფის ჰიტმა Don’t Phunk with My Heart მიაღწია. კომპოზიციამ  ასევე გრემის ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში – „დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო პოპშესრულებისთვის“.

მიუხედავად უდიდესი კომერციული წარმატებისა, My Humps კრიტიკოსებში არაერთგვაროვან შეფასებებს იწვევდა. განსაკუთრებით სიმღერის ტექსტში არაერთხელ გამეორებული ფრაზა my lovely lady lumps, რომელიც  მუსიკალურ მედიასა და კრიტიკოსებს შორის ფართო განხილვის საგნად იქცა და არაერთი უარყოფითი შეფასებაც მოჰყვა. 

მაგალითად, გამოცემა Slate-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით Notes on Humps: A Song So Awful It Hurts the Mind, ჟურნალისტი ჰუა ჰსუ წერდა:

„სწორედ ეს ხდის My Humps-ს პოპმუსიკის ერთ-ერთ ყველაზე ამოუხსნელ ფენომენად. ის უბრალოდ „იმდენად ცუდიც არ არის, რომ კარგი იყოს, ის საშინლად ცუდია.“

კრიტიკოსების უარყოფითი შეფასებების მიუხედავად, My Humps მსმენელისთვის ნამდვილ ჰიტად იქცა.

ვიდეოკლიპის რეჟისორები ფატიმა რობინსონი და მალიკ ჰასან საიედი არიან, კლიპში კი Fergie მოცეკვავეებთან ერთად ძვირადღირებული საჩუქრების ფონზე ცეკვავს, რომლებიც, კლიპის სიუჟეტის მიხედვით, თაყვანისმცემლებმა მიართვეს. 

აღსანიშნავია, რომ 2006 წელს ვიდეომ MTV Video Music Awards-ზე საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ვიდეოს ჯილდოც მოიპოვა. 

მიმდინარე წლის მაისში The Black Eyed Peas-ის წევრები  2018 წელს  Fergie-ის ჯგუფიდან წასვლის შემდეგ სცენაზე პირველად გაერთიანდნენ. ისინი American Music Awards-ის ცერემონიაზე, MGM Grand Garden Arena-ში, მოულოდნელად გამოჩნდნენ და სიმღერისთვის Rock That Body ჯილდოც მიიღეს.

ნახეთ The Black Eyed Peas-ის ჰიტის My Humps ოფიციალური მუსიკალური ვიდეო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Charli xcx კინემატოგრაფიული ალბომით Music, Fashion, Film ბრუნდება

შემდეგი სტატია

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი