ტომ მორელო პირველ სოლო როკალბომს გამოსცემს, რომელშიც ანტიფაშისტური და ანტირასისტული სიმღერები შევა

მუსიკოსმა ასვეე გამოსცა ახალი სიმღერა Date Night იმ გოგონებზე, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები მოკლეს.
ტომ მორელო
DANNY CLINCH

ტომ მორელოსთვის Date Night (პაემნის საღამო) ვახშამსა და ფილმის ყურებას არ ნიშნავს. 28 ივლისს როკერმა ახალი სიმღერა გამოსცა, რომელიც პატივს მიაგებს სამ ახალგაზრდა ქალს, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები სასიკვდილო ხაფანგში შეიტყუეს. ეს ერთ-ერთია იმ ანტიფაშისტური სიმღერებიდან, რომლებიც მუსიკოსის ახლადდაანონსებულ ალბომში Everyone Gets Everything They Want შევა. 

Date Night, რომელშიც მორელოს თინეიჯერი ვაჟის, რომანის გიტარის პარტია ჟღერს, შექმნილია დები ოვერსტეგენების პერსპექტივიდან. თინეიჯერობის დროს გოგონები მეგობარ ჰანი შაფტთან ერთად, მუშაობდნენ, რათა ნაცისტი ოფიცრები შეეცდინათ და საბოლოოდ ტყეში დაეხოცათ. ისინი ასევე იპარავდნენ იარაღებს, აწყობდნენ სარკინიგზო საბოტაჟს და ებრაელ ბავშვებს ტყვეობის თავიდან აცილებაში ეხმარებოდნენ. 

მორელომ გაამხილა ისიც, რომ მისი მომდევნო ალბომი 25 სექტემბერს გამოვა. ჩანაწერში შევა Date Night და ასევე მანამდე გამოცემული სიმღერები: Adjourn It, Everything Burns, Pretend You Remember Me და Soldier in the Army of Love.

„მე ვქმნი ანტირასისტულ სიმღერებს ანტირასისტებისთვის,” – აღნიშნა პოლიტიკურად აქტიურმა მუსიკოსმა განცხადებაში. „მე ვქმნი ანტიფაშისტურ სიმღერებს ანტიფაშისტებისთვის. და ვქმნი ანტინაცისტურ სიმღერებს ანტინაცისტებისთვის. Date Night პირდაპირ იმაზეა, თუ რომელ მხარეს დგახარ. და თუ რომელიმე მათგანი თავს შეურაცხყოფილად გაგრძნობინებთ, დასკვნები თავად გამოიტანეთ.”

Everyone Gets Everything They Want მორელოს პირველი სრულმასშტაბიანი როკალბომი იქნება სოლო არტისტის სტატუსით. მანამდე მას ალბომები The Nightwatchman-ის ფსევდონიმით აქვს გამოცემული, რომელთაგანაც სამი Billboard 200-ში მოხვდა. როგორც Rage-ის წევრი, გიტარისტი შვიდჯერაა შესული აღნიშნულ ჩარტში, მათ შორის ორჯერ პირველ პოზიციაზე, ალბომებით: Evil Empire (1996) და The Battle of Los Angeles (1999).

მომავალი პროექტის ხუთ სიმღერაში მუსიკოსის ვაჟი რომანი თანაავტორადაა მოხსენიებული. ალბომში ასევე მონაწილეობენ სერჟ ტანკიანი და Kneecap.

მოუსმინეთ Date Night-ს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

CASH TENDERONY – 10G$-ისა და noki-ს ახალი ერთობლივი ალბომი

შემდეგი სტატია

მაილი საირუსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, რომელიც Dolby Theatre-ში გაიმართა, 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ პროექტზე მუშაობს: „ეს ალბომი სიყვარულის ისტორიაა“

შეიძლება დაგაინტერესოთ

პროდიუსერი ტოდ რანდგრენი ტეილორ სვიფტს აკრიტიკებს: „მედიდურობის აპოთეოზი”

ეს არ არის მის მიერ სვიფტის კრიტიკის პირველი შემთხვევა. მსგავსი კომენტარები პროდიუსერმა 2022 წელსაც გააკეთა.
მეტი

Skazz-ის ახალი ალბომი Transit

Transit-ში შესული რვა კომპოზიცია თბილისის სხვადასხვა სივრცესა და მათთან დაკავშირებულ ისტორიებს აერთიანებს.
მეტი