მაილი საირუსი ახალ პროექტზე მუშაობს: „ეს ალბომი სიყვარულის ისტორიაა“

ინფორმაცია მაილი საირუსმა ახალ ხმისჩამწერ ლეიბლთან, Atlantic Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაავრცელა
მაილი საირუსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, რომელიც Dolby Theatre-ში გაიმართა, 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Gilbert Flores/Billboard
მაილი საირუსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, რომელიც Dolby Theatre-ში გაიმართა, 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი.
Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსმა 27 ივლისს გამოქვეყნებულ ახალ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახალ ალბომზე მუშაობას სულ მალე დაასრულებს.  ეს არტისტის მეათე სტუდიური ალბომი  იქნება. ახალი ნამუშევარი იმ სიყვარულს ეხმიანება, რომელიც საკუთარი თავისა და საქმროს, მაქს მორანდოს მიმართ გააჩნია.

„ეს ალბომი სიყვარულის ისტორიაზე გვიყვება, თუმცა ასეთი ამბები ერთგანზომილებიანი არასდროსაა. ისინი ყოველთვის მრავალშრიანია,“ – აღნიშნა მაილი საირუსმა დერილ ჰანასთან ჟურნალ Wonderland-ის ახალი ნომრისთვის მიცემულ ინტერვიუში.

გამოცემის თანახმად, მომღერლის ახალი სტუდიური ალბომი შესაძლოა მომდევნო რამდენიმე თვეში გამოვიდეს, უფრო ზუსტად კი 2027 წლის გრემის დაჯილდოებამდე.

„ამ შემთხვევაში რომანტიკული ხაზი აშკარად იგრძნობა, რადგან, როგორც ჩემი ყველა ნამუშევარი, ისიც ჩემი ცხოვრების გარკვეული ეტაპის ანარეკლია. თუმცა ეს ალბომი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.” – აღნიშნა მაილი საირუსმა.

მომღერლის თქმით, ახალი ალბომი ათ კომპოზიციას გააერთიანებს. 

„ეს ისეთი რამ არის, რაც აქამდე ნამდვილად არ განმიცდია, სიმშვიდით სავსე სიყვარული ჩემი ბოლო სამი ალბომის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. ეს მხოლოდ სხვა ადამიანის სიყვარული არ არის, ეს არის სიყვარული, რომელიც საკუთარი თავის მიმართ აღმოვაჩინე. ალბათ სწორედ ამან განაპირობა ყველაზე დიდი შინაგანი ცვლილება. როდესაც გრძნობ, რომ საკუთარ თავთან დამოკიდებულება იცვლება, შენ გარშემო არსებული ყველა ურთიერთობაც იცვლება. ვფიქრობ, ეს ალბომი ამ ორივე სიყვარულს თანაბრად ზეიმობს.“ –  დასძინა მომღერალმა

მაილი საირუსის განცხადებას წინ უსწრებდა ცამეტწლიანი თანამშრომლობის დასრულება Sony-სთან და Warner Music Group-ის შემადგენლობაში შესულ ახალ ხმის ჩამწერ ლეიბლ Atlantic Records-თან კონტრაქტის გაფორმება.

მისი ბოლო ალბომი Columbia Records-თან თანამშრომლობის ფარგლებში Endless Summer Vacation იყო. ნამუშევარმა Billboard 200-ში მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ალბომში შესული სიმღერა Flowers რვა კვირის განმავლობაში Billboard Hot 100-ის ლიდერ პოზიციაზე იმყოფებოდა და მომღერალს გრემის ჯილდოც მოუტანა. 

„ჩვეულებრივ, ყოველთვის ძალიან ნათლად ვხედავ, რა მინდა და ზოგჯერ საბოლოო მიზანზე გადაჭარბებული კონცენტრაცია თავად შემოქმედებით პროცესს ჩრდილავს. ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო, პროცესი ბუნებრივად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე წარიმართა,“ – განაცხადა მაილი საირუსმა.

მისი თქმით, ამჯერად მუშაობაში განსაკუთრებით დაეხმარა ის, რომ თავიდანვე ზუსტად იცოდა, როგორი უნდა ყოფილიყო ალბომი.

„მუშაობა სიმღერების საბოლოო სიით დავიწყე და მთელი პროცესის განმავლობაში ამ მიმართულებას მივყვებოდი. თავიდანვე ვიცოდი, რომ ალბომში ათი კომპოზიცია იქნებოდა. დაახლოებით წარმოდგენილი მქონდა მისი ჟღერადობა და კონცეფციაც. ეს ჩემთვის ერთგვარი კომპასი იყო, მქონდა მკაფიო მიმართულება, შესაბამისად, შემოქმედებითი პროცესიც ბუნებრივად წარიმართა.“ – აღნიშნა მომღერალმა. 

ნახეთ მაილი საირუსი ჟურნალ Wonderland-ის გარეკანზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტომ მორელო პირველ სოლო როკალბომს გამოსცემს, რომელშიც ანტიფაშისტური და ანტირასისტული სიმღერები შევა

შემდეგი სტატია

ქართველი არტისტი, რომლის ახალი სინგლი TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი

„თუ ასე ტურფა იყავი“ – Vinda Folio-მ ცნობილი ქართული სიმღერის ალტერნატიული ქავერ-ვერსია გამოუშვა 

მუსიკა თავად Vinda Folio-ს ეკუთვნის, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე ნიკა საბანაძემ (Sabana) იმუშავა.
მეტი
ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია

ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია – სამდისკიანი ალბომი ეროვნულ მუსიკალურ მემკვიდრეობას აცოცხლებს

პროექტის ფარგლებში XIX, XX და XXI საუკუნეების გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორთა რჩეული ნაწარმოებები სამდისკიან ალბომად გამოიცა.
მეტი

Kid Cudi-მ Ye-ს მხარდაჭერის გამო მისი მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას საჯაროდ უპასუხა

4 სექტემბერს, Soldier Field-ზე გამართული სამსაათიანი შოუს მიწურულს, Ye-მ Cudi სცენაზე სამი სიმღერისთვის მიიწვია.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი
ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ტეილორ სვიფტმა „სათამაშოების ისტორია 5“-ისთვის დაწერილი საუნდტრეკის ორმაგ მნიშვნელობაზე ისაუბრა

სვიფტმა გაამხილა, რომ I Knew It, I Knew You-ს წერისას ისეთი სიტყვები შეარჩია, რომელთაც ორმაგი მნიშვნელობა აქვს.
მეტი