ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული ჰარმონიით გამოირჩევა, რომელიც მსმენელს ნოსტალგიურ და ამავდროულად ნათელ განწყობას უტოვებს.
სიმღერის ვიზუალურ ნაწილზე მარიამ ბელთაძემ იმუშავა.
ახალ სინგლზე საუბრისას არტისტი აღნიშნავს, რომ კომპოზიცია ადამიანური განცდებისა და დროის აღქმის ერთგვარი სინთეზია:
„ეს სიმღერა მოგონებებზეა, აწმყოთი ტკბობაზე და მომავალში გასავლელ მომენტებზე, რომლებიც დაუვიწყარია. ჩემთვის კი ასეთი სიამოვნება უმეტესად ზღვასთან და მზიან სანაპიროებთან ასოცირდება.“
მოისმინეთ დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“