ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
ალანის მორისეტი Jasper Graham
ალანის მორისეტი
Jasper Graham

ალანის მორისეტმა ოფიციალურად დააანონსა საშობაო ალბომი.  9 ოქტომბერს მომღერალმა დაადასტურა, რომ ალბომის გამოშვება 6 ნოემბერს იგეგმება, ამასთან მომღერალმა ალბომის წამყვანი სინგლი Beautiful Star of Bethlehem  გამოუშვა სადაც ბრენდი კარლაილი და სტივ მარტინიც მონაწილეობენ.

წლების განმავლობაში საშობაო სეზონზე ცალკეული სადღესასწაულო სინგლების გამოშვების შემდეგ, ალანის მორისეტი მსმენელს პირველად წარუდგენს სრულფორმატიან საშობაო ალბომს. Good Weather for Immaculate Conception 14 კომპოზიციას აერთიანებს, მათ შორის ორ ორიგინალურ სიმღერას  Christmas on the Dancefloor და To An Empath at Christmas Time.

ალბომზე მუშაობისას მორისეტმა რამდენიმე არტისტთან ითანამშრომლა. ჯოი ოლადოკუნთან ერთად მან საშობაო კლასიკის, Silent Night-ის ქავერ-ვერსია ჩაწერა, ამითისტ კია კომპოზიციაში Momma Mary მონაწილეობს, ხოლო O Tannenbaum-ში ბრიტანული ვოკალური ანსამბლი Trans Voices ჟღერს. 

„ეს ჩანაწერი უბრალოდ ძალიან თბილი და საყვარელია,“  – განაცხადა ალანის მორისეტმა სექტემბერში ალექს კუპერის გადაცემაში Call Her Daddy. 

მუსიკოსმა ჯონ ლენონისა და იოკო ონოს Happy Xmas (War Is Over)-ის ქავერ-ვერსია 2020 წელს გამოუშვა, რასაც მოჰყვა Little Drummer Boy 2022 წელს, Last Christmas 2023 წელს და O Holy Night 2024 წელს. ყველა ეს სადღესასწაულო ქავერი ამ ალბომში Good Weather for Immaculate Conception-ში გაერთიანდა, რომელიც მორისეტის ბოლო სტუდიური ალბომის, The Storm Before the Calm-ის გამოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ გამოიცემა. 

იხილეთ Good Weather for Immaculate Conception-ის ტრეკლისტი და მოუსმინეთ სიმღერას „Beautiful Star of Bethlehem“, რომელშიც Brandi Carlile და Steve Martin მონაწილეობენ.

იხილეთ ალბომის Good Weather for Immaculate Conception სიმღერათა სია და მოუსმინეთ სიმღერას Beautiful Star of Bethlehem  – ბრენდი კარლაილისა და სტივ მარტინის მონაწილეობით.

O Holy Night

To an Empath at Christmas Time

What Child Is This?

Happy Xmas (War Is Over)

Little Drummer Boy

Beautiful Star of Bethlehem (ბრენდი კარლაილისა და სტივ მარტინის მონაწილეობით)

Ave Maria

Christmas on the Dancefloor

River

Momma Mary  (ამითისტ კიას მონაწილეობით)

O Tannenbaum (Trans Voices-ის მონაწილეობით)

Last Christmas

Silent Night (ჯოი ოლადოკუნის მონაწილეობით)

Merry Christmas  (მარტინ შორტის მონაწილეობით) 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნინი ნუცუბიძემ და ანუშკა ჩხეიძემ Kordz-ისა და თამრიკო კორძაიას კომპოზიციების რემიქსები გამოუშვეს

შემდეგი სტატია

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ჯგუფი „შინ” რუსთაველის თეატრის სცენაზე დაბრუნდა – ორი იბერიის შთამბეჭდავი მუსიკალური დიალოგი

„ჩვენი გზა შინისაკენ დაიწყო აქ, ძალიან დიდი ხნის წინ... წავედით... 30 წელი გავიდა და ვბრუნდებით“... - ზაზა მიმინოშვილი.
მეტი
D'Angelo -ს პერფორმანსი Samsung Supper Club-ში 2015 წლის 15 მარტი, ტეხასი. ფოტო: Rick Kern/Getty Images

D’Angelo-ს ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ  გამოუშვა სიმღერა Kamikazi, რომელიც ვიდეოთამაშ GTA 6-ში გაჟღერდება

„მას ძალიან უხაროდა, რომ ეს ჩანაწერი თამაშის ფლეილისტში შევიდოდა.“ - აღნიშნა მისმა ძმამ განცხადებაში.
მეტი

„ოაზისის”, პოლ მაკარტნის, ელვისისა და სხვა მუსიკოსების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმები 2027 წლის ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებენ

მორგან ნევილს, რომელმაც 2014 წელს გაიმარჯვა ფილმით 20 Feet From Stardom, კონკურსში ორი ფილმი აქვს წარდგენილი.
მეტი

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი

რიანამ და დუა ლიპამ ბრილიანტისა და პლატინის სერტიფიკატების მთელი წყება მოიპოვეს 

ლიპას 2020 წლის ალბომის, Future Nostalgia-ს მთავარი ჰიტი მის კარიერაში პირველი სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო.
მეტი