1997 წელს ალტერნატიული როკი უცნაურ ადგილზე აღმოჩნდა, როცა გრანჟის ეპოქა უკვე დაწყებული და დასრულებული იყო და ჟანრს არანაირი მკაფიო მიმართულება აღარ გააჩნდა, რომელიც მას საუკუნის დასასრულს პოპმუსიკასა და ჰიპ-ჰოპთან კომერციული და კულტურული კონკურენციის საშუალებას მისცემდა. ერთ-ერთი შესაძლო გზა Big Beat-ის სახით გამოჩნდა – ელექტრონული მუსიკის ენერგიული და მძიმე ჟღერადობის ქვეჟანრის, რომელიც ჰიპ-ჰოპისა და როკის ელემენტებს იყენებდა. მისი მუსიკა თავისუფლად ერგებოდა რადიოსადგურებსა და MTV-ის პლეილისტებს, სადაც Sublime-ისა და Smashing Pumpkins-ის სიმღერებიც ჟღერდა. ამ პერიოდის უდიდესი წარმომადგენელი კი, უდავოდ, The Prodigy იყო იყო – ოთხი ბრიტანელი მუსიკოსისგან შემდგარი ჯგუფი, რომლის წევრებიც რეივის ერას გადაურჩნენ და სცენაზე დაბრუნდნენ შთამბეჭდავი პროდიუსინგით, ფეთქებადი რიტმებით, გამომწვევი ტექსტებით, გამორჩეული ვიდეოკლიპებითა და იმ მასშტაბის ვარსკვლავური პოპულარობით, როგორიც მანამდე იშვიათად ენახათ.
ამ თვეში პოდკასტი Greatest Pop Stars კვლავ გვთავაზობს რეგულარული სერიის, Vintage Pop Stardom-ის სპეციალურ მინისერიას, სახელწოდებით Vintage Almost-Pop Stardom. მთელი ოქტომბრის განმავლობაში პოდკასტის წამყვანები და სტუმრები განიხილავენ ხუთ საინტერესო შემსრულებელს იმ წლების კონტექსტში, როცა ისინი პოპვარსკვლავობას მიუახლოვდნენ, თუმცა შესაძლოა, ბოლომდე ვერ მიაღწიეს მას, ყოველ შემთხვევაში – აშშ-ში. ამ კვირის სტუმარია ლეგენდარული ტომ ბრეიჰანი გამოცემა Stereogum-იდან, რომელიც 1997 წლის The Prodigy-ს განიხილავს, როცა ჯგუფი ოკეანის ორივე მხარეს მცირე ხნით ნამდვილ ვარსკვლავად იქცა, MTV დაიპყრო და ჟურნალისტებს როკის მომავალზე პროგნოზების გაკეთებისკენ უბიძგა.
პოდკასტში მოისმენთ პასუხებს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე The Prodigy-ს 1997 წლის გარშემო: იყო თუ არა უცნაური, რომ ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი ამავდროულად ყველაზე ნაკლებ ჩანდა ასპარეზზე? იმსახურებდა თუ არა ჯგუფის პირველი ალბომი მეტ ყურადღებას აშშ-ში? როგორ აქცია სიმღერამ Firestarter ჯგუფი ვიდეოკლიპების ვარსკვლავად? იყო თუ არა Breathe რეალურად Firestarter-ზე უკეთესი? და რაც მთავარია, რატომ გაქრა როგორც The Prodigy, ისე ბიგ-ბიტი ამ წარმატებიდან თითქმის მაშინვე?
მოუსმინეთ პოდკასტს ბმულზე და გაეცანით „იუთუბის” პლეილისტს, სადაც თავმოყრილია The Prodigy-ს 1997 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები.