ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება – 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

დიდ ბრიტანეთში ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ავტორიტეტული ფესტივალი Sonica Glasgow ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზებასა და მენეჯმენტში ქართველი არტისტი ნიკა გოგიაშვილი (სასცენო სახელით wayward.atom) მონაწილეობდა. მან ერთი თვის განმავლობაში Pollok House-ის სივრცის Venue Manager-ის პოზიცია დაიკავა და ფესტივალის საორგანიზაციო პროცესებს ხელმძღვანელობდა. ეს გამოცდილება სამომავლო თანამშრომლობის საფუძველიც გახდა – 2027 წლის მარტში თბილისში Sonica Glasgow X Tofu Session-ის გამართვა იგეგმება, რომლის მიზანიც ქართველი არტისტების საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენაა. ცნობისთვის, Tofu Sessions თბილისში მოქმედი ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის პლატფორმაა, რომელიც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით იმართება. ის მსმენელს ცოცხალ პერფორმანსებსა და ხმოვან ექსპერიმენტებზე დაფუძნებულ მოსმენის სესიებს სთავაზობს, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აუდიტორიის უშუალო ჩართულობას ენიჭება.

ფესტივალზე მიღებულ გამოცდილებასა და სამომავლო პერსპექტივებზე ნიკა გოგიაშვილი თავად საუბრობს:

„Sonica Glasgow-ზე გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, საერთაშორისო სასწავლო პროგრამის ფარგლებში მოვხვდი. თავიდან ორკვირიანი სასწავლო ვიზიტი იყო დაგეგმილი, თუმცა ფესტივალის ორგანიზატორთან გასაუბრების შემდეგ, როცა ის ჩემს დაორგანზიებულ ივნეთებს და ფესტივალებს  გაეცნო, თავად შემომთავაზა, რომ ორი კვირის ნაცვლად ერთი თვით ჩავსულიყავი გლაზგოში და ერთ-ერთი ვენიუს  მენეჯმენტი სრულად ჩამებარებინა. 

ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მენახა ბევრად უფრო მასშტაბური ფესტივალის „შიდა სამზარეულო – როგორ იგეგმება ღონისძიება, როგორია მოსამზადებელი პროცესი და როგორ მუშაობს გუნდი ფესტივალის წარმატებით ჩასატარებლად.“

მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენელთა ინტერესი ქართული ელექტრონული სცენისადმი დღითიდღე იზრდება. ნიკა გოგიაშვილის თქმით, დაგეგმილი შოუქეისი ადგილობრივი შემსრულებლებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება:

„გავიცანი ადამიანები, რომლებიც ძალიან არიან დაინტერესებული საქართველოს მუსიკალური სცენით. ფესტივალის ორგანიზატორ Cathie Boyd-თან ერთად უკვე ვგეგმავთ, რომ 2027 წლის მარტში თბილისში Sonica Glasgow X Tofu Session  გავაკეთოთ. ეს ერთგვარი შოუქეისი იქნება, რომელიც ქართველ არტისტებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი მუსიკა საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგინონ.

ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფესტივალს ბევრი ბუქერი და ლეიბლის წარმომადგენელი აკვირდება, ამით ქართველ არტისტებს საშუალება ექნებათ, საერთაშორისო სცენაზე ახალი კავშირები და კონტაქტები დაამყარონ.  

მარტში თბილისში  ფესტივალის ორგანიზატორი Cathie Boyd-იც ჩამოვა და ქართველ არტისტებს პირადად მოუსმენს. სამომავლოდ Sonica-ს ფესტივალზე რამდენიმე ქართველი არტისტის  დაბუქვა სურს, რაც  ჩემთვის  სასიხარულოა.” – ამბობს ნიკა.

შოუქეისის მნიშვნელობა მხოლოდ კონცერტების გამართვით არ შემოიფარგლება. საერთაშორისო ფესტივალებზე ხშირად სწორედ ასეთი ღონისძიებები ხდება არტისტებისა და მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლების შეხვედრის, ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებისა და სამომავლო თანამშრომლობის დასაწყისი. 

Sonica Glasgow-სა და Tofu Session-ის დაგეგმილი კოლაბორაცია ქართული ალტერნატიული და ექსპერიმენტული მუსიკის საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობის კიდევ ერთი შესაძლებლობაა. 2027 წლის მარტში თბილისში დაგეგმილი შოუქეისი ქართველ არტისტებს საშუალებას მისცემს, საკუთარი შემოქმედება საერთაშორისო ინდუსტრიის წარმომადგენლებს გააცნონ, დაამყარონ ახალი პროფესიული კავშირები და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის პერსპექტივები გააფართოონ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tashyo - Un Momento (Prod. By SabanaYesYes)

Tashyo-ს ახალი მუსიკალური ვიდეო Un Momento

შეიძლება დაგაინტერესოთ

როგორ ჟღერდა 1998 წელი? თვალი გადავავლოთ წელს, რომელმაც პოპმუსიკა შეცვალა

ჰიპ-ჰოპის მზარდი გავლენიდან ბიჭების მუსიკალური ჯგუფების ბუმამდე – 1998 წელი მუსიკალური გარდაქმნების პერიოდი იყო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალი ათასწლეულის მუსიკალურ ჟღერადობას.
მეტი
Red Bull Turn It Up-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს სახელით Noki წარდგება ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Red Bull Turn It Up-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს სახელით DJ noki წარდგება

14 ნოემბერს Red Bull Turn It Up-ის მუსიკალურ შეჯიბრებაში აუდიტორიის რჩეული noki გახდა, რომელიც 2027 წლის თებერვალში დუბლინში, მსოფლიო ფინალზე გამოვა
მეტი