რიანამ და დუა ლიპამ ბრილიანტისა და პლატინის სერტიფიკატების მთელი წყება მოიპოვეს 

ლიპას 2020 წლის ალბომის, Future Nostalgia-ს მთავარი ჰიტი მის კარიერაში პირველი სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო.
რიანა
DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES

სადაც არ უნდა იყოს ახლა, დუა ლიპა ალბათ შამპანურს ხსნის თავისი კარიერის პირველი ბრილიანტის სერტიფიკატის აღსანიშნავად.

17 ნოემბერს მომღერლის ლეიბლმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ლიპას ცხრა ახალი RIAA-ს სერტიფიკატის შესახებ იუწყებოდა. მათ შორისაა 2020 წლის ალბომის, Future Nostalgia-ს ჰიტის Levitating 13-გზის პლატინის სტატუსი, რაც ავტომატურად ნიშნავს ბრილიანტის სერტიფიკატს (სიმღერა ბრილიანტის სტატუსს მაშინ აღწევს, როდესაც მისი გაყიდვებისა და სტრიმინგის ეკვივალენტური მაჩვენებელი 10 მილიონ ერთეულს უტოლდება).

გარდა ამისა, მომღერალმა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი სერტიფიკატი მოიპოვა: 2017 წლის სინგლი IDGAF – ხუთგზის პლატინა, 2020 წლის Break My Heart – ოთხგზის პლატინა და 2020 წლის Physical – სამგზის პლატინა. მისი რამდენიმე სხვა ნამუშევარიც ორმაგი პლატინის სტატუსით დაჯილდოვდა, მათ შორის 2017 წლის სადებიუტო ალბომი Dua Lipa, 2021 წლის სინგლი Love Again და 2023 წლის ჰიტი Houdini. 2024 წლის სინგლმა Illusion პლატინის სტატუსი მიიღო, ხოლო 2019 წლის სიმღერამ Future Nostalgia – ოქროს სერტიფიკატი.

სადღესასწაულო პერიოდში სასიხარულო სიახლე აქვს რიანასაც – მისმა ოთხმა სინგლმა RIAA-ს ახალი სტატუსები მოიპოვა. მათ შორის ლიდერობს 2011 წლის ალბომის, Talk That Talk-ის ჰიტი Where Have You Been, რომლის პროდიუსერებიც Dr. Luke, Cirkut და კელვინ ჰარისი არიან. სიმღერა ახლა უკვე ექვსგზის პლატინის სერტიფიკატის მფლობელია. ასევე, ორმაგი პლატინის სერტიფიკატი მიიღო 2012 წელს ჯეი-ზისთან ერთად ჩაწერილმა სიმღერამ და რიანას მეექვსე ალბომის სახელწოდების მქონე კომპოზიციამ Talk That Talk. ამავე ალბომის კიდევ ერთი სიმღერა You Da One ოთხგზის პლატინის სტატუსის მფლობელი გახდა. ოთხგზის პლატინის სერტიფიკატით დაჯილდოვდა თავად ალბომიც. 

იანვარში რიანამ 2016 წლის ალბომის, ANTI-ს გამოსვლიდან 10 წლის იუბილე აღნიშნა. მაშინ RIAA-მ ალბომის ცხრა სიმღერას ახალი სერტიფიკატები მიანიჭა. მათ შორის იყო მომღერლის რიგით მერვე ბრილიანტის სტატუსიც, რომელიც Billboard Hot 100-ის მეხუთე ადგილზე გასულმა ჰიტმა Love on the Brain მოიპოვა. ახალი სერტიფიკატების წყალობით, რიანამ კიდევ უფრო განამტკიცა რეკორდი, როგორც ქალმა შემსრულებელმა, რომელსაც RIAA-ს ისტორიაში ყველაზე მეტი ბრილიანტის სერტიფიკატის მქონე სინგლი აქვს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მაკლმორი ახალ სიმღერას აანონსებს, რომლის შემოსავალიც პალესტინელ დედებსა და ბავშვებს მოხმარდება

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

შეიძლება დაგაინტერესოთ

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი
LISA ფილმიდან Always Lalisa სიმღერა Leave With Me LLOUD/ YouTube

LISA-მ ფილმიდან Always Lalisa ახალი ემოციური სინგლი Leave With Me  წარადგინა

ნელი, მელოდიური ბალადა დოკუმენტური ფილმის ტიტრების ფონზე ჟღერს. ფილმის ნახვა ექსკლუზიურად YouTube Premium-ზეა შესაძლებელი.
მეტი
wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება - 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
მეტი

როგორ ჟღერდა 1998 წელი? თვალი გადავავლოთ წელს, რომელმაც პოპმუსიკა შეცვალა

ჰიპ-ჰოპის მზარდი გავლენიდან ბიჭების მუსიკალური ჯგუფების ბუმამდე – 1998 წელი მუსიკალური გარდაქმნების პერიოდი იყო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალი ათასწლეულის მუსიკალურ ჟღერადობას.
მეტი