„ოაზისის, პოლ მაკარტნის, ელვის პრესლისა და სხვა მუსიკოსების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმები იმ 190 ფილმს შორის მოხვდნენ, რომლებიც 2027 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
მორგან ნევილს, რომელმაც 2014 წელს ამ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა დოკუმენტური ფილმისთვის 20 Feet From Stardom, კონკურსში ორი ფილმი აქვს წარდგენილი: Man on the Run – პოლ მაკარტნის შესახებ და Lorne – სატელევიზიო შოუ Saturday Night Live-ის შემქმნელის, ლორნ მაიკლსის შესახებ.
ბაზ ლურმენი, რომელიც საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ორჯერ იყო წარდგენილი ნამუშევრებისთვის „მულენ რუჟი” (2002 წელს) და „ელვისი” (2023 წელს), წელს კონკურსში ელვის პრესლის შესახებ გადაღებული ახალი ნამუშევრით EPiC: Elvis Presley in Concert მონაწილეობს.
დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ნამუშევრებსაც, რომლებსაც ჯილდო კვალიფიციურ კინოფესტივალზე აქვთ მოპოვებული, ან საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში საკუთარი ქვეყნის ოფიციალური კანდიდატები იყვნენ. დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში წარდგენილ ნამუშევრებს ოსკარის სხვა კატეგორიებშიც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, მათ შორისაა საუკეთესო ფილმის ნომინაცია. ე.წ. შორტლისტს აკადემიის დოკუმენტური კინოს მიმართულების წევრები შეარჩევენ. 15 ნომინანტისგან შემდგარი სია 15 დეკემბერს გამოცხადდება.
ოსკარის 99-ე დაჯილდოების ცალკეულ კატეგორიებში წინასწარი კენჭისყრა 7 დეკემბერს დაიწყება და 11 დეკემბერს დასრულდება. მოკლე სიები (შორტლისტები) 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, ხოლო საბოლოო ნომინანტები 2027 წლის 21 იანვარს დასახელდებიან.
2027 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 14 მარტს, ჰოლივუდში, Dolby Theatre-ში გაიმართება. ღონისძიება პირდაპირი ეთერით ABC-სა და Hulu-ზე გადაიცემა და მსოფლიოს 200-ზე მეტ ტერიტორიაზე იქნება ხელმისაწვდომი.
გთავაზობთ იმ მუსიკალური დოკუმენტური ფილმების ჩამონათვალს, რომლებიც საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ:
Bernstein’s Wall (ლეონარდ ბერსტაინის შესახებ; რეჟისორი: დუგლას ტიროლა)
Billy Preston: That’s the Way God Planned It (რეჟისორი: პერის ბარკლი)
EPiC: Elvis Presley in Concert (რეჟისორი: ბაზ ლურმენი)
Elvis, Rocky, & Me: The Carol Connors Story (რეჟისორი: ალექს როტარუ)
Gregg Allman: The Music of My Soul (რეჟისორი: ჯეიმს კიჩი)
Linda Perry: Let It Die Here (რეჟისორი: დონ ჰარდი)
Lorne (ლორნ მაიკლსის შესახებ; რეჟისორი: მორგან ნევილი)
Man on the Run (პოლ მაკარტნის შესახებ; რეჟისორი: მორგან ნევილი)
Oasis: Don’t Look Back in Anger (რეჟისორები: უილ ლავლეისი და დილან საუთერნი)
Peter Asher: Everywhere Man (რეჟისორები: დენიელ გეერი და დეინა გოლდფაინი)
Sara Bareilles: Good Grief (რეჟისორი: ჯოშ ალექსანდერი)