დუა ლიპამ ალბანეთის მოქალაქეობა მიიღო

„ახლა უკვე საბუთებითაც ალბანელი ვარ”, – ამბობს პოპვარსკვლავი.
დუა ლიპა
Arturo Holmes/WireImage

ალბანეთის პრეზიდენტმა ალბანელი წარმოშობის ბრიტანელ პოპვარსკვლავს ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა, მისი თქმით, ალბანეთის სახელის საერთაშორისოდ გავრცელების გამო.

Პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომღერალს მოქალაქეობა ალბანეთის დამოუკიდებლობის 110 წლის იუბილეზე მიენიჭა და ეს მისთვის დიდი პატივია, რადგან ლიპამ ალბანელები მთელ მსოფლიოში გახადა ცნობილი. 

„ახლა საბუთებითაც ალბანელი ვიქნები”, – განაცხადა ლიპამ მოქალაქეობის მინიჭებამდე.

დუა ლიპა 1995 წელს ლონდონში იმიგრანტი ალბანელების ოჯახში დაიბადა. სიმღერა 5 წლის ასაკში დაიწყო. 14 წლის ასაკიდან კი თავის სიმღერებს იუთუბზე დებდა. მისი პირველი სადებიუტო სტუდიური ალბომი 2017 წელს გამოვიდა. 2019 წელს კი საუკეთესო ახალბედა არტისტის ნომინაციაში გრემი მოიპოვა.

ლიპას მუსიკალურობაზე გავლენა მამამ, ყოფილმა მომღერალმა და როკ-ბენდის გიტარისტმა იქონია. სწორედ Მამასთან ერთად დააარსა ფონდი Sunny Hill Foundation, რომელიც ფინანსური პრობლემების მქონე ადამიანებს ეხმარება.

„ენით აღუწერელი სიხარულია, ასეთი აღიარება და სიყვარული”, – თქვა ლიპამ. შემდეგ პასპორტის ფოტო გადაიღო,  თითის ანაბეჭდი ჩააბარა და პირადობის მოწმობისა და პასპორტის განაცხადს ხელი მოაწერა .

დუა ლიპა ტირანას მთავარ მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტსაც გამართავს.

ნახეთ დუა ლიპას პოსტი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენა გომესი და Blackpink ფოტოებში ერთად პოზირებენ

შემდეგი სტატია

2022 წლის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტების სრული სია უკვე ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი