„შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში“ – Kettari Academy-ის მასტერკლასი

„Learning by doing -პრინციპი, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ მხოლოდ მუსიკა საკმარისი აღარ არის.” – სერგი გვარჯალაძე
სერგი გვარჯალაძე „კეტარის“ ფონდის განვითარების დირექტორი.
სერგი გვარჯალაძე „კეტარის“ ფონდის განვითარების დირექტორი.

ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო საინვესტიციო ფონდი Kettari Foundation, მულტიფუნქციური ჰაბია, რომელიც კრეატიულ კომპანიებისა და პროექტებს აერთიანებს.

ფონდის ძირითადი საქმიანობა IT ტექნოლოგიები, განათლება, კრეატიული ინდუსტრია და ინტელექტუალური საკუთრების უფლების მიმართულებაა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შემუშავებას, გაუმჯობესებას და განვითარებას მოიცავს.

„კეტარის ფონდი არის ვენჩურული კაპიტალის ორგანიზაცია,  რომელიც ისრაელშია დაარსებული. დღესდღეობით სათავო ოფისი თბილისში აქვს. ჩვენი ძირითადი მიზანია, შევქმნათ პირობა, საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიის ცენტრის შესაქმნელად, როგორც ფიზიკური, ასევე ვირტუალური. ჩვენი საქმიანობა ასევე მოიცავს საგანმანათლებლო მიმართულებას კრეატიული ინდუსტრიის სხვადასხვა დარგების მიხედვით და ასევე  სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ვატარებთ, სადაც  მნიშვნელოვანი სპიკერები ჩამოგვყავს.“ – „კეტარის“ ფონდის განვითარების დირექტორი – სერგი გვარჯალაძე.

„შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში“ – Kettari Academy-ის მასტერკლასი

Kettari Academy-ის საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიებების ფარგლებში 16 დეკემბერს, მასტერკლასი: „შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში” გაიმართა, რომელსაც სერგი გვარჯალაძე გაუძღვა.

„რაც შეეხება ამ ღონისძიებას, ეს არის მეორე ღონისძიება, პირველი უკვე ჩავატარეთ, მათთვის ვისაც აინტერესებდა Adobe-ეს სამონტაჟო პროგრამები. ამჯერად ორიენტირი მუსიკოსებზე ავიღეთ. ჩვენ გარკვეული კვლევა, დაახლოებით ორი თვის წინ  გავაკეთეთ და მივხვდით, რომ მარკეტინგის მიმართულებით ინტერესი საკმაოდ დიდია. მუსიკოსებს ძირითადად არ აქვთ საშუალება, რომ  ინფორმაცია მიიღონ, თუ როგორ გაავრცელონ თავიანთი მუსიკა, როგორ მოახდინონ მონეტიზაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათ ამის შესახებ საბაზისო ინფორმაციას ვაწვდით. გარდა ამისა, ვთავაზობთ საშუალებას, რომ დაარეგისტრირონ თავიანთი ნაწარმოები ჩვენი სტარტაპ პროექტის ფარგლებში, რომელსაც Aetis ეწოდება.“-  სერგი გვარჯალაძე „კეტარის“ ფონდის განვითარების დირექტორი.

ეს ღონისძიებები Kettari Academy-თვის  პირველი ნაბიჯებია, სამომავლოდ კი Kettari Foundation აპირებს, რომ მსგავს კურსებს უფრო რეგულარული ხასიათი მისცეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კენდრიკ ლამარი "Count Me Out" მუსიკალურ ვიდეოში

კენდრიკ ლამარის ახალი მუსიკალური კლიპი Count Me Out

შემდეგი სტატია

ანუშკა ჩხეიძის კონცერტი და ალბომის წარდგენა მიუნხენში

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი