გიორგი ერგემლიძის ახალი ვიდეოკლიპი

„ეს ერთ-ერთი ის სიმღერაა, რომლის ტექსტიც მომწონს და რომელშიც რაღაც მესიჯი მაქვს ჩადებული.”

გიორგი ერგემლიძე სიმღერაზე I Can Be ახალ ვიდეოკლიპს აზიარებს. კომპოზიცია მუსიკოსის ბოლო ალბომში სახელწოდებით Digitized არის შესული, რომელიც ასევე დეკემბერში გამოვიდა. 

გიორგი ერგემლიძე:

„ეს ერთ-ერთი ის სიმღერაა, რომლის ტექსტიც მომწონს და რომელშიც რაღაც მესიჯი მაქვს ჩადებული, თუ რა ხდება დღეს. ყველანი ეკრანს ვართ მიჯაჭვული და ამ უსასრულო ინფორმაციაში ვიძირებით. ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც უცოდინრობა უკვე არჩევანია. შენ ირჩევ, რა გინდა, რომ იყო. ფაქტობრივად, ლიმიტი არ არსებობს. ლიმიტი მხოლოდ შენს გონებაშია, შენს აღქმაში. სწორედ ამიტომ ჰქვია სიმღერას I Can Be, რომ კი, ყველაფერი შემიძლია ვიყო, რაც მინდა.”

მუსიკისა და ტექსტი ავტორი გიორგი ერგემლიძეა. თავადვეა მასზე გადაღებული ვიდეოკლიპის რეჟისორიც.

„კლიპში მე ვმედიტირებ და ვჩნდები პარალელურ სამყაროებში. ზოგან გოგო ვარ, ზოგან ბიჭი. Ის, რომელიც მედიტირებს, ყველაზე ძლიერია ამ სამყაროებს შორის. გოგო, რომელსაც მე ვხვდები, ჩემი პარალელური ვერსიაა. ეს გოგო ვხდები, რადგან მისი მეგობარი ასტრალში გავიდა და დაიკარგა. ის მთელი კლიპის განმავლობაში წევს და ლიმბოშია გაჭედილი. Ჩემი პარალელური ვერსია კი იძახებს ლილითს და ლილითი მას გაღვიძებაში ეხმარება. ლილითი თან ფემინიზმის სიმბოლოა და მინდოდა, ეს მესიჯიც გადმომეცა. კლიპის იდეაა, რომ როდესაც მე რაღაც არჩევანს ვაკეთებ ცხოვრებაში, ავტომატურად ვქმნი პარალელურ სამყაროს, სადაც სრულიად სხვა რამ ხდება. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ვერსიაა შესაძლებლობების…”

ახლახან მუსიკოსმა სიმღერაზე Grey კიდევ ერთი ახალი ვიდეოკლიპი გადაიღო. კომპოზიცია ასევე ახალ ალბომშია შესული და მუსიკოსის ბოლოდროინდელ შემოქმედებით ხაზს იზიარებს. 

„ბოლო დროს ძალიან ჩავუღრმავდი კვანტურ ფიზიკას და მას შემდეგ სულ სხვანაირად აღვიქვამ რეალობას. ამან ჩემს შემოქმედებაზეც დიდი გავლენა მოახდინა. Ყველაფერს, რასაც ახლა ვაკეთებ, ამ გავლენით ვაკეთებ. იგივე Grey რომ ავიღოთ, იქაც ძალიან ეგზისტენციალური თემატიკაა. თუნდაც მისამღერში – Nothing will matter in the end – იმის თქმა მინდა, რომ საბოლოო ჯამში არაფერს აქვს მნიშვნელობა და რატომ ნერვიულობ?! უბრალოდ მიენდე იმ ყველაფერს, რაც არის და ისიამოვნე.”

უახლოეს მომავალში მუსიკოსი ვიდეოკლიპების გადაღებას ახალ ალბომში შესულ კიდევ რამდენიმე სიმღერაზე გეგმავს. 

მოუსმინეთ გიორგი ერგემლიძის ალბომს Digitized

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიშმა 21-ე დაბადების დღე მეგობარ ბიჭთან და ჯასტინ და ჰეილი ბიბერებთან ერთად აღნიშნა

შემდეგი სტატია

Sia-მ რეალითი შოუ Survivor-ის კონკურსანტებს ფულადი პრიზი გადასცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი