The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

The National – ტეილორ სვიფტთან ადრეც მუშაობდა, მისი ალბომის – Evermore-ის სიმღერაზე – Coney Island. ახალი თანამშრომლობით კი სიმღერა The Alcott – შეიქმნა.
The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი
The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის  მეცხრე სტუდიური ალბომი – The First Two Pages of Frankenstein – 28 აპრილს გამოვა. ამის შესახებ ბენდის წევრი ბრაის დესნერი ჰანუმან უელჩთან Apple Music 1-ში საუბრობს.

განსაკუთრებით აღსანიშნია ტეილორ სვიფტის  და The National-ის სიმღერა – The Alcott,  რომელიც მომავალ ალბომში შევა.  The National – ტეილორ სვიფტთან ადრეც მუშაობდა, მისი ალბომის – Evermore-ის სიმღერაზე Coney Island.  “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივრები ვართ. იგი ყოველთვის გამორჩეული და თავაზიანია. ტეილორმა შემოგვთავაზა მისი ალბომის – Evermore-ის სიმღერა Coney Island – ერთად გაგვეკეთებინა. 

სიმღერა The Alcott ტეილორმა და მეთმა (ბერნინგენი) ერთად დაწერეს, ტეილორი ტექსტის თანაავტორიც არის, მართლაც განსაკუთრებული სიმღერა გამოვიდა.”

რაც შეეხება The National-ის ალბომის ლიტერატურულ სათაურს – The First Two Pages of Frankenstein ბრაისმა განმარტა, რომ ეს მეთ ბერნინგერის, ვოკალისტის დამსახურება იყო. 

“მეთს შემოქმედებითი კრიზისი ჰქონდა. როგორც წესი, ალბომზე მუშაობის პერიოდში,  საყვარელ წიგნს კითხულობს ხოლმე, ამ შემთხვევაში მან „ფრანკენშტაინი” აირჩია.  ეს წიგნი სათაურის შერჩევაში დაგვეხმარა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტმა სიმღერაზე Lavender Haze გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

დოკუმენტური ფილმი „უილი ნელსონი და ოჯახი” სანდენსის კინოფესტივალზეა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი