პიანისტ სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომი ცნობილ ფრანგულ ლეიბლზე გამოიცა

ალბომში ლისტის, სკრიაბინისა და საარიაჰოს ნაწარმოებებია გაერთიანებული.
სალომე ჟორდანია
ფოტო: გიორგი ყოლბაია

პიანისტმა სალომე ჟორდანიამ სადებიუტო ალბომი – Passage: A Spiritual Odyssey წარადგინა. ნამუშევარი 18 სექტემბერს ფრანგულ ლეიბლ La Dolce Volta-ზე გამოვიდა.

ალბომში ლისტის, სკრიაბინისა და საარიაჰოს ნაწარმოებებია გაერთიანებული. ჩანაწერის ცენტრალური ნაწილია ლისტის სი მინორის საფორტეპიანო სონატა – თითქმის 30-წუთიანი კომპოზიცია, რომელზეც მუსიკოსი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. სწორედ ამ ნაწარმოების გარშემო იკვრება მთლიანი იდეა. ალბომის კონცეფცია ადამიანის სულიერი ტრანსფორმაციის ეტაპებს ასახავს, ხოლო მისი სათაურის შთაგონების წყაროდ სტენლი კუბრიკის საკულტო ფილმი, A Space Odyssey იქცა.

როგორც სალომე ჟორდანიამ Billboard-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, თავდაპირველად შედარებით მსუბუქი და მხიარული ჟღერადობის ალბომის გამოშვებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ ამ იდეამდე მივიდა. პიანისტის თქმით, პირველ ალბომზე მუშაობისას მისთვის მთავარი პრიორიტეტი იდეის მთლიანობა იყო.

„როდესაც ლეიბლს შევთავაზე ორი ალბომის იდეა, ორივე მოიწონეს და მომცეს სრული თავისუფლება, ამერჩია, რომელს ჩავწერდი პირველად. სადებიუტო ალბომად ავარჩიე ის პროგრამა, რომელთან დაკავშირებითაც ყველა დეტალს, ვიზუალსაც კი, სრულყოფილად ვხედავდი,” – ამბობს სალომე ჟორდანია.

Passage: A Spiritual Odyssey ამჟამად უკვე ხელმისაწვდომია ყველა სტრიმინგ პლატფორმაზე.

ალბომის გარეკანის ფოტო ქართველ ფოტოგრაფს, გიორგი ყოლბაიას ეკუთვნის.

“ალბომში არჩეული ნაწარმოებების შინაარსი საკმაოდ მისტიკური, იდუმალი, ტრანსცენდენტული და არაამქვეყნიურია, შესაბამისად, მისი ყდაც ამ განწყობის შესაბამისი მინდოდა ყოფილიყო. ძალიან გამიმართლა, რომ ვიმუშავე ისეთ ნიჭიერ არტისტთან, როგორიც გიორგი ყოლბაიაა – მან ზუსტად გაიგო ჩემი ჩანაფიქრი და საოცარი შედეგი მივიღეთ,” – აღნიშნავს პიანისტი.

ალბომის თანმდევი პროექტის სახით, სალომე ჟორდანიამ საფრანგეთში, La Piscine-ის მუზეუმში მუსიკალური ვიდეო გადაიღო, რომლის პრემიერაც სექტემბრის დასაწყისში შედგა. ვიდეოსთვის კომპოზიცია „ჟენევის ზარები” შეირჩა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა La Piscine-ის  სივრცეში მუსიკალური ვიდეო გადაიღეს.  კლიპის რეჟისორები ფრანგი ხელოვანები – მარკ დე პიერფიუ (Marc de Pierrefeu) და ოლივიე ლალანი არიან.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

KAY G – ღამის თბილისის ხმა ფესტივალის სცენაზე

შემდეგი სტატია

ჯაზისა და ღვინის ფესტივალი 10 ოქტომბერს მეათედ გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი