Browsing Category

როკი

173 posts

Imagine Dragons მთვარიდან სიმღერის ტრანსლირების სიურრეალისტურ გამოცდილებაზე საუბრობს

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Imagine Dragons-ის წევრები „მთვარეზე არიან” მათი ახალი ფილმის, Imagine Dragons: Live From the Hollywood Bowl-ის გამოსვლასთან დაკავშირებით, რომლის საპრემიერო ჩვენებებიც 26 და 29 მარტს შედგება. რეალურად კი, ბენდის მუსიკა პირდაპირი მნიშვნელობით მთვარეზეა.  5 მარტს Imagine Dragons-ის…
მუსიკალური ბენდის, „ჩვენება“-ს წევრები: ელი, არჩილ მამასახლისი, ლუკა ჯლანტიაშვილი. ფოტო: დიმიტრი ჯლანტიაშვილი

ქართულმა ინდი-როკ ბენდმა „ჩვენება“ სადებიუტო ალბომი Counter Clockwise წარადგინა

„ჩვენება“ 2022 წელს არჩილ მამასახლისმა და ბენდის ყოფილმა წევრმა, ირაკლი გელაშვილმა ჩამოაყალიბეს. ამავე წელს ჯგუფმა სადებიუტო EP „გარდამავალი დებულებები” გამოუშვა. ამის შემდეგ ბენდის შემადგენლობამ გარკვეული ცვლილებები განიცადა – ჯგუფი ირაკლი გელაშვილმა დატოვა. „ჩვენების“ ამჟამინდელი წევრები არიან: არჩილ მამასახლისი (ვოკალი, გიტარა),…

ლეგენდარული ბენდის Deep Purple-ის კონცერტი REDIUM-ის ორგანიზებით თბილისში გაიმართება

Redium საქართველოში მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებების ორგანიზებითაა დაკავებული. კომპანია ღონისძიებების სერიას აგრძელებს,  შემდეგი გრანდიოზული კონცერტი კი 16 ნოემბერს ძველ სპორტის სასახლეში გაიმართება, სადაც აუდიტორიის წინაშე ლეგენდარული ბრიტანული როკ ბენდი Deep Purple წარდგება. „ამ შოუსთვის დიდი ხანია, ვემზადებით. ერთ წელზე მეტია, ბენდთან…
წერილი

ქართულ ანდერგრაუნდ ბენდს „წერილი“ დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა და წელს ახალი ალბომის გამოცემას გეგმავს 

ქართული ანდერგრაუნდ-ალტერნატიული მუსიკის პიონერ ბენდი წერილი 90-იან წლებში, 1995 წელს ჩამოყალიბდა. წელს ჯგუფი დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამ თარიღთან დაკავშირებით კი ახალ ალბომზეც მუშაობს, სადაც დაახლოებით 10-12 სიმღერა იქნება გაერთიანებული. ბენდმა იანვარში სიმღერა სახელწოდებით „დარაჯი“ გამოაქვეყნა, რომელიც ჯგუფის დამფუძნებლის,…

ფინალური შოუს წინ ოზი ოსბორნი აცხადებს, რომ სიარული აღარ შეუძლია

მძიმე მეტალის ჟანრის პიონერმა ოზი ოსბორნმა განაცხადა, რომ სიარული აღარ შეუძლია. მუსიკოსმა ეს განცხადება მაშინ გაავრცელა, როცა თავისი ფინალური ცოცხალი გამოსვლისათვის ემზადება.   76 წლის მუსიკოსმა ამის შესახებ საკუთარ გადაცემაში, Ozzy’s Boneyard-ში ისაუბრა, სადაც მიმოიხილა, თუ რას უნდა ელოდნენ მსმენელები დაანონსებული…

No More Films – Lady Heroine-მა ახალი ალბომი გამოუშვა

ქართულმა როკ ჯგუფმა, Lady Heroine-მა ახალი ალბომი სახელწოდებით No More Films გამოსცა. ნამუშევარი მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებზე  2025 წლის 23 იანვარს გამოქვეყნდა. ალბომში 11 სიმღერაა შესული. Lady Heroine-ის 2023 წლის ალბომის, Post Punk-ის მსგავსად, No More Films პანდემიის პერიოდში ჩაწერილ მასალას…

ყველა შემთხვევა, როცა Nirvana კურტ კობეინის გარდაცვალების შემდეგ სცენაზე გაერთიანდა

კურტ კობეინის თვითმკვლელობის (1994 წლის აპრილი) შემდეგ ჯგუფის დარჩენილმა წევრებმა კარიერა ცალ-ცალკე განაგრძეს. დრამერი დეივ გროლი და გიტარისტი პეტ სმირი Foo Fighters-ს შეუერთდნენ, ხოლო ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი სოლო კარიერას მიჰყვა. წლების განმავლობაში ფანები შეეგუვნენ ფაქტს, რომ ლეგენდარული ბენდის წევრები სცენაზე…

რინგო სტარმა გაამხილა, რომ პიცა არასდროს უჭამია

ლეგენდარული The Beatles-ის დრამერმა რინგო სტარმა, რომელიც წარსულში პიცერიის ქსელის, Pizza Hut-ის სახე იყო, აღიარა, რომ პიცა არასოდეს უჭამია.   მუსიკოსმა ეს მოულოდნელი განცხადება Jimmy Kimmel Live! შოუში სტუმრობისას გააკეთა, სადაც თავის 21-ე სტუდიურ ალბომზე, Look Up-ზე სასაუბროდ მივიდა. საუბრისას კიმელმა…

ოზი ოზბორნს ფინალური შოუსთვის Black Sabbath-ის შეკრება სურს

Black Sabbath შესაძლოა კიდევ ერთხელ გაერთიანდეს. მძიმე მეტალის პიონერი ბენდი ოფიციალურად 2017 წელს დაიშალა, მას შემდეგ, რაც შესაბამისი სახელწოდების ტურნე – The End Tour დაასრულეს. თუმცა ბენდის შემადგენლობა იმ დროს – ვოკალისტი ოზბორნი, გიტარისტი ტონი აიომი, ბასისტი გიზერ ბატლერი და…

Oasis 2025 წლის ტურნეს აზიურ კონცერტებს აანონსებს

Oasis-ის წარმატებული დაბრუნება გრძელდება. ბოლო საკონცერტო თარიღების გამოცხადების შემდეგ, ბრიტანეთში, ირლანდიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში, ჯერი აზიაზეც მიდგა.  ახლახან ბენდის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე ბილბორდების ფოტოები გავრცელდა, რომლებიც ტოკიოსა და სეულში გამოჩნდა. ბილბორდები, ძმები გალაგერების შავ-თეთრი ფოტოთი, 22 ნოემბრის…