ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 28 დეკემბერს საახალწლო კონცერტი გაიმართება, სადაც თბილისის სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.
საახალწლო პროგრამა მუსიკალური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, სცენაზე გაჟღერდება კლასიკური მუსიკისა და მსოფლიო კინომუსიკის საუკეთესო შედევრები. საღამოს კი წარდგებიან სოლისტები: გიორგი კოვალევი (ალტი),…