თბილისის სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტი

28 დეკემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში მუსიკის მოყვარულებს თბილისის სიმფონიური ორკესტრის დაუვიწყარი საახალწლო კონცერტი ელოდებათ.

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 28 დეკემბერს საახალწლო კონცერტი გაიმართება, სადაც თბილისის სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.

საახალწლო პროგრამა მუსიკალური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, სცენაზე გაჟღერდება კლასიკური მუსიკისა და მსოფლიო კინომუსიკის საუკეთესო შედევრები. საღამოს კი წარდგებიან სოლისტები:  გიორგი კოვალევი (ალტი), ალექსეი სოლონოვიჩ–ღვამიჩავა (ჩელო) და გიორგი ონიანი (დოლი).

საახალწლო კონცერტის განმავლობაში შესრულდება ჯორჯ ბიზეს, ჯონ უილიამსის, ჯეიმს ჰორნერის, ჰანს ციმერის, ნიკ გლენ-სმიტის, ენიო მორიკონესა და კლაუს ბადელტის ლეგენდარული კინომუსიკა, რომელიც მაყურებელს საყვარელი ფილმების ემოციებს კიდევ ერთხელ გაუცოცხლებს.

პროგრამის განსაკუთრებულ ნაწილს კი ვახტანგ კახიძის საავტორო ნაწარმოებები შეადგენს: „მთვარის ცეკვები“  –  ჩელოსა და ორკესტრისთვის, „ბრუდერშაფტი“ – ალტის, ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის და  „დიმპიტაური“ – დოლისა და სიმფონიური ორკესტრისთვის.

მაესტრო ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით თბილისის სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტი წლის დასასრულს მსმენელს განსაკუთრებულ და ემოციებით სავსე საღამოს ჰპირდება,  სადაც კლასიკური ნაწარმოებები და მსოფლიო კინომუსიკა ერთ სცენაზე გაჟღერდება. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-ის პლატფორმაზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

საბრინა კარპენტერი 2025 წლის 1 მარტი, ლონდონი. Gareth Cattermole/Getty Images

საბრინა კარპენტერმა შობის წინა დღეს Man’s Best Friend-ის ბონუს ვერსია გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

დავით ხრიკულის კონცერტი თბილისის კონსერვატორიაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი
ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია

ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია – სამდისკიანი ალბომი ეროვნულ მუსიკალურ მემკვიდრეობას აცოცხლებს

პროექტის ფარგლებში XIX, XX და XXI საუკუნეების გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორთა რჩეული ნაწარმოებები სამდისკიან ალბომად გამოიცა.
მეტი

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი