კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ნუნუ დუღაშვილი - კომპოზიტორი ქუთაისის ფოტო-კინო მატიანის მუზეუმი
ნუნუ დუღაშვილი – კომპოზიტორი
ქუთაისის ფოტო-კინო მატიანის მუზეუმი

ქართველი კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

„არც კი ვიცი, რა დავწერო… სანამ უკანასკნელი ქართველი იარსებებს, ნუნუ დუღაშვილის ხსოვნაც იცოცხლებს. დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა.“ –  წერს სოციალურ ქსელში აჩიკო ბერიძე.

კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში. ის იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

მისი პროფესიული საქმიანობა მრავალმხრივი იყო. 1959-1962 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად. 1962 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში, ხოლო 1965-2002 წლებში საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

ფართო მსმენელისთვის განსაკუთრებით საყვარელი და ცნობილი გახდა მისი სიმღერები: „ქუთაისო“, „იმერეთის ნიავი“, „ღმერთი სიყვარულისა“, „ბათუმი რად ღირს, მარტო“, „ჩემი სიმღერა“, „კახეთო“, „სამშობლო“ და „თბილისო, სიყვარულო“. 

სიმღერებთან ერთად, კომპოზიტორის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მოიცავს საფორტეპიანო კონცერტს, სონატას და მუსიკას დოკუმენტური, სატელევიზიო თუ თოჯინური ფილმებისთვის.

2012 წელს ნუნუ დუღაშვილის ღვაწლის აღსანიშნავად თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

შემდეგი სტატია

ელტონ ჯონი 1989 წლის კლიპში - Sacrifice YouTube/Alex Keshishian

Sacrifice ელტონ ჯონის პირველი სიმღერაა, რომელიც YouTube-ის მილიარდ ნახვათა კლუბს შეუერთდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი