ნახეთ: პოლ მაკკარტნის სცენაზე ბრიუს სპრინგსტინი და ჯონ ბონ ჯოვი შეუერთდნენ

ფოტო: Jed Jacobsohn/GI

შტატ ნიუჯერსიში, Met Life Stadium-ზე ლეგენდარულმა ინგლისელმა მუსიკოსმა, პოლ მაკკარტნიმ კონცერტი გამართა. მას სცენაზე დაუანონსებლად ადგილობრივი არტისტები, ბრიუს სპრინგსტინი და ჯონ ბონ ჯოვი შეუერთდნენ. სპრინგსტინმა თავისი 1980-იანი წლების ჰიტი Glory Days და “ბითლზის” I Wanna Be Your Man იმღერა.

მაკკარტნიმ და სპრინგსტინმა წლების განმავლობაში რამდენჯერმე ითანამშრომლეს. მათ 2012 წელს ლონდონის ჰაიდ პარკში ერთობლივი პერფორმანსი Hard Rock Calling გამართეს.

ჯონ ბონ ჯოვი კი სცენაზე იმისთვის გამოჩნდა, რომ მეგობარი მაკკარტნისთვის Happy Birthday შეესრულებინა. პოლს 18 ივნისს 80 წელი შეუსრულდება.

ნიუ ჯერსიში გამართული კონცერტით მაკკარტნიმ ჩრდილოეთ ამერიკული ტურნე Got Back შეაჯამა. 25 ივნისს კი არტისტი დიდ ბრიტანეთში ფესტივალ “გლასტონბერის” ჰედლაინერი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანული ჩარტების სათავეში მუსიკოსის 22 ალბომია მოხვედრილი, მათ შორის “ბითლზისა” და “ვინგსის” შემადგენლობაში შექმნილი. რაც შეეხება ამერიკულ ჩარტებს, ბილბორდის ცხელი ასეულის პირველ პოზიციაზე ლივერპულური ოთხეულის რეკორდული, 20 კომპოზიცია გავიდა.

1960-70 წლებში პოლ მაკკარტნი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის The Beatles ფრონტმენი იყო. ჯონ ლენონისა და მის მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. “ბითლზის” დაშლის შემდეგ პოლმა ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი სოლო კარიერაც დაიწყო. არტისტს 18 ალბომი აქვს გამოშვებული. გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება პოლმა 18-ჯერ მოახერხა, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში კი ორჯერ შეიყვანეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონმა ბრიტნი სპირსის Womanizer იმღერა

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: Drake დაუანონსებლად ახალ ალბომს Honestly, Nevermind ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი