ჯონ ლაიდენი Sex Pistols-თან გაერთიანებას უარყოფს: „მე ვარ Pistols და არა ისინი”

Sex Pistols-ის ახალი შემადგენლობა, რომლის სოლისტიც ფრენკ კარტერია, სექტემბერში ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეს გამართავს.
Sex Pistols 1976 წელს
Express/Getty Images

ინგლისური საკულტო პანკჯგუფის, Sex Pistols-ის ფანებს დიდი იმედები აღარ უნდა ჰქონდეთ მათი ოცნების ახდენის, რომ ჯგუფი კვლავ ჯონ ლაიდენთან ერთად იხილონ. ამის შესახებ თავად მუსიკოსმა განაცხადა.

Sex Pistols-ის ტურნეს შესახებ ამბავი 2024 წელს გავრცელდა, როცა პირველად გამოცხადდა, რომ ბენდი კვლავ გაერთიანდებოდა თავდაპირველი წევრებით: სტივ ჯონსი, პოლ კუკი და გლენ მეტლოკი. თუმცა რაც შეეხება ვოკალისტს, ლაიდენის ნაცვლად, ბენდის სოლისტი ფრენკ კარტერი იქნებოდა. შედეგად, ჯგუფის ამჟამინდელ ვერსიას ოფიციალურად დაერქვა Sex Pistols Featuring Frank Carter.

აღნიშნულ შემადგენლობასთან დაკავშირებით ჯონ ლაიდენი საკუთარი აზრის გამოთქმას არასდროს მორიდებია:

„როცა პირველად გავიგე, რომ Sex Pistols ტურნეს ჩემ გარეშე მართავდა, ამ ამბავმა ძალიან გამაბრაზა. ვიფიქრე, რომ ისინი სრულიად კლავენ იმ ყველაფერს, რაც Pistols-ში იყო, მისი მიზნისა და არსის ამოძირკვით,” – აღნიშნავდა ლაიდენი წინა ინტერვიუებში.

ახლა კი მუსიკოსი იმ მოსაზრებებს გამოეხმაურა, იყო თუ არა შესაძლებელი, რომ გაერთიანებულ ჯგუფში მიკროფონთან სწორედ ლაიდენი ეხილათ. Pistols-ის ყოფილი სოლისტის თქმით, ბენდის წევრებთან მისი იურიდიული უთანხმოების გამო (დისნეის 2022 წლის სერიალში მათი სიმღერების გამოყენების თაობაზე), ფანების ამ ოცნების რეალიზება შეუძლებელია. 

„არასდროს… მას შემდეგ, რა სიბინძურეც მათ ჩაიდინეს. მათ მთელი კონტენტი მოკლეს, ან ყველაფერი გააკეთეს ამისთვის და მთელი ეს ამბავი ნაგვად და ბავშვურობად აქციეს, რაც სრულიად მიუღებელია. ბოდიში, მაგრამ ამ ყველაფერს დახმარების ხელს ვერ გავუწვდი. ვწუხვარ, რომ ახლა Pistols მე ვარ და არა ისინი.”

ბოლო ინტერვიუში სტივ ჯონსმა განაცხადა, რომ ლაიდენი არ ყოფილა ჩართული დისკუსიებში ბენდის ახალი ვერსიის შესახებ და აღნიშნა, რომ, მათი ბოლო კონფლიქტის გათვალისწინებით, ჯგუფში მისი დაბრუნების მცდელობას აზრიც არ ექნებოდა.

„ჯონთან 2008 წლის ტურნეს შემდეგ არ მისაუბრია. მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ მასზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. ვფიქრობ, ის დიდებულია. ჩვენ საოცარი წარსული გვქონდა და ახლა უბრალოდ წინ მივდივართ. სულ ეს არის.”

ბენდის ახალი შემადგენლობის ტურნე 16 სექტემბერს დალასში დაიწყება და ერთი თვის შემდეგ, 16 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში დასრულდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ვინ იქნება Starring Georgia-ს მორიგი ვარსკვლავი?!

შემდეგი სტატია

The Weeknd Courtesy of Republic Records

The Weeknd-ის ვიდეოკლიპმა Call Out My Name YouTube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი