კოვენტ-გარდენისა და მეტროპოლიტენ ოპერის შემდეგ მსოფლიო ტენორი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე

ჯოზეფ კალეიას გალა-კონცერტი 7 ოქტომბერს გაიმართება.

“დღეს მოქმედ მხოლოდ ერთ ტენორს აქვს ის თაფლივით ხმა და ისეთი მომხიბვლელი სტილი, რომ შეგვიძლია პავაროტის და ჯილის შევადაროთ.” – New Yorker

“კოვენტ-გარდენს საკუთარი ელექტროენერგიის გამომუშავება თუ მოუნდება, უბრალოდ სადენები უნდა მიუერთოს მას. Მის ხმას ათასობით ნათურის ანთება შეუძლია.” – Independent

ეს ადამიანი ჯოზეფ კალეიაა – ოპერის მომღერალი მალტიდან, რომელიც დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ტენორია. Მის სავიზიტო როლებად მიიჩნევა კარავადოსის პარტია პუჩინის ოპერაში “ტოსკა” და რუდოლფოს პარტია ოპერაში “ბოჰემა”. თუმცა კალეია ასევე ასრულებს ისეთ როლებს, როგორებიცაა დონ ხოსე ოპერაში “კარმენი”, ალფრედო “ტრავიატაში” და მღერის ისეთ სცენებზე, როგორებიცაა პარიზისა და ბერლინის ოპერები, მეტროპოლიტენ ოპერა, კოვენტ-გარდენი. 

ალფრედოს პარტიამ “ტრავიატაში” კალეიას პირველი გრემის ნომინაცია მოუტანა. 2014 წელს კი ტენორის დებიუტი ჰოლივუდშიც შედგა. მან ხოაკინ ფენიქსთან და მარიონ კოტიართან ერთად ითამაშა ფილმში  The Immigrant, სადაც კალეია ლეგენდარული ენრიკო კარუზოს როლს ასრულებს. 

Მალტის ოქროს ხმა და თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ტენორი 7 ოქტომბერს გალა კონცერტს თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გამართავს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ქართველი მეცოსოპრანო ირინა შერაზადიშვილიც. დაუკრავს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი. დირიჟორი – სერგეი სმბატიანი. 

Საღამოზე შესრულდება ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, ჟიულ მასნეს, კამილ სენ-სანსის, ფრანჩესკო ჩილეას, რუჯერო ლეონკავალოს, ალექსეი შორის, პაბლო სოროზაბალისა და ლუიჯი კატალანის ნაწარმოებები. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

2023 წლის ევროვიზიის კონკურსს დიდი ბრიტანეთი მასპინძლობს

შემდეგი სტატია

მომავალი წლის მეტ გალა კარლ ლაგერფილდს მიეძღვნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი