მომავალი წლის მეტ გალა კარლ ლაგერფილდს მიეძღვნება

2023 წლის ღონისძიების მთავარი თემა გერმანელი დიზაინერი იქნება, რომელიც ისეთი ბრენდებისთვის მუშაობდა, როგორებიცაა შანელი, ფენდი და ქლოე.
კარლ ლაგერფილდი შანელის პარიზი-ლონდონის 2007/8 წლის შოუზე David Fisher/REX/Shutterstock

ახლახან ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის მეტ გალა კარლ ლაგერფილდს მიეძღვნება. დიზაინერს, რომელმაც სახელი  შანელთან, ფენდისა და ქლოესთან მუშაობით გაითქვა. ლაგერფილდი 2019 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეტ გალა 2023 წლის 1 მაისს გაიმართება. ღონისძიების თემას ორგანიზატორები, როგორც წესი, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის საგაზაფხულო გამოფენიდან იღებენ. 2023 წლის გამოფენის სახელწოდება კი ასეთია – კარლ ლაგერფილდი: სილამაზის ხაზი.  

კოსტიუმების ინსტიტუტის განცხადებით, გამოფენაზე ხაზგასმული იქნება ლაგერფილდის მუშაობის უნიკალური ტექნოლოგია. წარმოდგენილი იქნება 150 ექსპონატი და ასევე დიზაინერის ჩანახატები. 

“კარლ ლაგერფილდი ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოებელი, ნაყოფიერი და ადვილად საცნობი დიზაინერია მოდისა და კულტურის სფეროში. ის ცნობილია როგორც მისი ექსტრაორდინარული დიზაინებისა და კრეატიული ნამუშევრების, ასევე მისი ლეგენდარული პერსონის გამო. ეს გამოფენა დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, გახდეს ლაგერფილდის უსაზღვრო ფანტაზიის ნაწილი,”- ამბობენ გამოფენის ორგანიზატორები.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კოვენტ-გარდენისა და მეტროპოლიტენ ოპერის შემდეგ მსოფლიო ტენორი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე

შემდეგი სტატია

ბექა გოჩიაშვილის და ნინო ქათამაძის პირველი ერთობლივი კონცერტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

NAE NAE - Red Bull Dance Your Style საქართველოს გამარჯვებული ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

NAE NAE – Red Bull Dance Your Style საქართველოს ჩემპიონია, გამარჯვებული მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება

ენერგიული ბეთლები, Mamaflex-ის პერფორმანსი და მაყურებლის გადაწყვეტილება, ქართველი მოცეკვავე NAE NAE საქართველოს სახელით Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე წარდგება
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი
ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი

ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

23 მაისს სასტუმრო Telegraph-ის თავზე მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში თანამედროვე ჯაზის, სოულისა და ელექტრონული ჟღერადობის უნიკალური კოლაბორაცია შედგება.
მეტი
Bzikebi eurivision.com

საქართველოს  წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები” ევროვიზია 2026-ზე დღეს წარდგებიან

12 მაისს ავსტრიის დედაქალაქში ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ვენა ევროვიზიის საიუბილეო, 70-ე კონკურსს მასპინძლობს.
მეტი