ფანკისა და დისკოს სამყარო სადარ ბაჰართან ერთად – ამერიკელი არტისტის კონცერტი ,,რესპუბლიკის ივენთ ჰოლში” 

სადარ ბაჰარმა თბილისში კონცერტი გამართა და ,,რესპუბლიკის ივენთ ჰოლში” შეკრებილი სტუმრები ფანკისა და დისკოს სამყაროში ამოგზაურა. ამერიკელმა არტისტმა ადრეულ ასაკშივე გააცნობიერა, რომ მისი ყველაზე დიდი გატაცება მუსიკა იყო. ასე დაუმეგობრდა ვინილებს. დღეს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, არაერთი ქვეყნის მსმენელს ხვდება და საკუთარი სათქმელი მათთან სწორედ ვინილების დახმარებით მიაქვს. 

სადარ ბაჰარი ემოციების გადმოცემას საკუთარი მუსიკით ცდილობს. ფიქრობს, რომ ,,ნამდვილი” მუსიკის შექმნა მხოლოდ ,,ნამდვილი” ინსტრუმენტებითაა შესაძლებელი, ამიტომ არასდროს იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს. 

სადარ ბაჰარი, რესპუბლიკის ივენთ ჰოლი

Ნახეთ, ბილბორდის ინტერვიუ სადარ ბაჰართან: 

  • ადრეულ ასაკშივე მიხვდით, რომ მუსიკა თქვენი ყველაზე დიდი გატაცებაა. ჰაუსი, დისკო, ბუგი – Რატომ აირჩიეთ მუსიკის ეს მიმდინარეობა?
    როდესაც ჩიკაგოში ვიზრდებოდი, ყველას მოსწონდა სოული, დისკო, ფანკი.  შემდეგ მუსიკა გახდა უფრო ელექტრონული და გადავედით ჰაუსის ფაზაში. ყველამ დაიწყო ჰაუსის ჩაწერა, ალბომების შეძენა, ელექტრონული მუსიკით დაინტერესება. Შემდეგ გადავედით ფანკის ფაზაზე, ყველა ფანკ მუსიკას უკრავდა. Ჩემთვის ყველაზე გამორჩეული დისკო და სოული იყო, ყველაზე მეტად ეს მანიჭებს სიამოვნებას, ეს მახალისებს. Მაშინ დავიწყე ამაზე მუშაობა, არც ვიცოდი, ისე შევეჭიდე ამ რთულ საქმეს, რომელსაც ფაქტობრივად მთელი ჩემი სიცოცხლე შეეწირა.  

  • უკრავთ მხოლოდ ვინილებზე და აჟღერებთ უცნობ და იშვიათ მელოდიებს. Რატომ ვინილები?
    მე ასე გავიზარდე, ყოველთვის ვინილზე ვუსმენდი მუსიკას და ასე მასწავლეს,  რომ ის რაც არ გაფუჭებულა, შეკეთებას არ საჭიროებს. ვინილზე ხმა უკეთესად ისმის, ხმის ხარისხი ბევრად უფრო კარგია. აქ ყველაფერი უფრო სერიოზულია. Მთელ სიცოცხლედ ღირს ის ჩანაწერები, რაც მაქვს. ისევ ვაგროვებ, დღესაც კოლექციონერი ვარ. 
სადარ ბაჰარი, რესპუბლიკის ივენთ ჰოლი
  • ამბობთ, რომ თქვენთვის ყველაზე ღირებული „ნამდვილი” ინსტრუმენტებით შექმნილი „ნამდვილი” მუსიკაა. Რამდენად  იყენებთ თქვენს მუსიკაში ციფრულ ტექნოლოგიებს?
    ყველა ინსტრუმენტი ძალიან მიყვარს. მხოლოდ ელექტრონულ ანალოგებს ვიყენებ, ციფრულ ტექნოლოგიებს – არა. ხმა უფრო ჟღერადი, სუფთა და ზუსტია.  ყველაფერს ვინილის შექმნა სჯობს და ჩანაწერისთვის მათზე ბოლო დეტალების დამატება. საოცარია, როცა შენ შეგიძლია ვინილს შესაძლებლობა მისცე მსმენელი აღაფრთოვანოს, მათზე შესანიშნავი გავლენა და დიდი ეფექტი მოახდინოს.

  • ყოველთვის ძიების პროცესში ხართ. როგორც დიჯეი ბევრ პატარა ლეიბლს  შესაძლებლობას აძლევთ, რომ მსმენელმა გაიცნოს…  როგორი უნდა იყოს მუსიკა, რომ თქვენ მოგეწონოთ?
    კარგი მუსიკა ჩემთვის ნებისმიერი ჟანრის შეიძლება იყოს: როკი, რეპი, დისკო. როდესაც წვეულებაზე ვარ მიწვეული და მინდა ხალხი გამოვაცოცხლო, ავაცეკვო, ამ დროს ყოველთვის ვამჯობინებ დისკოს ან ჰაუსს. ზოგადად, ძალიან ბევრი კარგი მუსიკა არსებობს, მას მსოფლიოს ყველა მხარეში ქმნიან. მიხარია, როცა ახალ არტისტებს ვხედავ, რომლებიც ტემპს არ აგდებენ და ჩვენს სფეროს აქტუალობას უნარჩუნებენ.

  • მოგზაურობა დისკოს სამყაროში – რა არის დღევანდელი კონცერტის მთავარი კონცეფცია?
    Ძალიან მიხარია, რომ ისევ მომიწვიეს და ისევ თბილისში ვარ. კარგად ვერთობი აქაურ ხალხთან ერთად, დღეს ღამე საოცარ დისკო მუსიკას მოვუსმენთ. შესანიშნავი ადგილია. მომწონს უზარმაზარი დისკოს ბურთი, მოსასმენი აპარატურა. ვფიქრობ, ძალიან კარგი საღამო შედგება.
რესპუბლიკის ივენთ ჰოლი
  • Საქართველოში პირველად არ ხართ. არაერთხელ შეხვედრილხართ ქართველ მსმენელს. რა მოგწონთ, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში და რას გვეტყვით ქართველ მსმენელზე? 
    ძალიან კარგია ყველაფერი, საქართველოში მეგობრული ხალხი ცხოვრობს, საჭმელი უგემრიელესია. აქ სიმშვიდეა, ყოველთვის კარგ დროს ვატარებ. არ მაქვს არაფერი საწუწუნო, ვერ დავიჩივლებ.

  • მუსიკის შექმნისას რა არის თქვენი ინსპირაცია? 
    უბრალოდ მსურს, დავინახო ღიმილი და ბედნიერება ადამიანების სახეებზე.  Წლების წინ, როცა დიჯეების კონცერტზე მათი მუსიკის მოსასმენად მივდიოდი, ყოველთვის მინდოდა, კარგი დრო გამეტარებინა. თავს ვალდებულად ვთვლი, ახალგაზრდებს შესანიშნავი დროის გატარების საშუალება მივცე. ახლანდელ თაობას სხვა ღირებულებები აქვს, ამიტომ უნდა ეცადო, მაქსიმალურად ასიამოვნო და დაეხმარო, რომ დრო კარგად გაატარონ. 

  • რას ნიშნავს თქვენთვის მუსიკა?
    Ჩემთვის მუსიკა არის ცხოვრება. წარმოგიდგენიათ Სამყარო მუსიკის გარეშე?! თავისუფალ დროს ფარეხში ვატარებ, სადაც ვინილებს, ჩანაწერებს ვახარისხებ. ზოგჯერ მეგობრებთან ერთად განვიხილავთ რა მუსიკა დავუკრათ კონცერტზე. როდესაც არც ისე კარგი დღე გაქვს, ზოგიერთმა ჩანაწერმა შეიძლება დაგამშვიდოს ან გაგამხიარულოს. Ჩემი აზრით, ვინილის ჩანაწერები არის წიგნებივით, მათ ძალიან ბევრი ამბის მოყოლა შეუძლიათ, გაძლევენ შესაძლებლობას მსოფლიოს ირგვლივ, სხვადასხვა ადგილას იმოგზაურო.

  • როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, Რას შესთავაზებთ მსმენელს უახლოეს მომავალში? 
    Სამომავლო გეგმა არის ის, რომ შევქმნა მუსიკა, სანამ ვარსებობ, მთელი ცხოვრების განმავლობაში. მინდა ახალი მუსიკა სტუდიაში ჩავწერო, ზოგიერთი ჩანაწერი გადავაკეთო. დიჯეებს საერთოდ არაერთი წვეულების ჩატარება უწევთ, ამიტომაც  ახალი რაღაცების შესაქმნელად ბევრი დრო არ აქვთ. აუცილებელია, ბევრი მუსიკა გადაკეთდეს ისე, რომ პირველ რიგში არტისტმა საკუთარ თავს მოარგოს, შემდეგ კი, მსმენელს მიაწოდოს. ხვალ უკვე მივფრინავ, ბევრი ადგილის დათვალიერებას ვერ მოვასწრებ, მაგრამ ძალიან კარგი იყო. Მადლობა, მე მიყვარს საქართველო. 
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტი დოკუმენტური ფილმის “My Mind & Me” გამოსვლის შემდეგ სელენა გომესით ამაყობს

შემდეგი სტატია

შაკილ ო’ნილი კანიე უესტს პასუხობს: „შენი ოჯახის საქმეს მიხედე.”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Bad Habitz – ელენე კალანდაძისა და ერეკლე გეწაძის მუსიკალური დუეტი და ახალი პროექტები 

ელენე კალანდაძე: ,,თუკი ოდესმე რაიმე განუხორციელებელი მუსიკალური იდეა მქონია, ახლა ყველაფრის განხორციელების საშუალება მაქვს” ერეკლე გეწაძე: ,,სულ ვნერვიულობ…
მეტი

GHOST-NOTE თბილისში – მომავლის ფანკ ჯგუფის კონცერტი “რესპუბლიკის ივენთ ჰოლში” 

15 ოქტომბერს ქართველი მსმენელის წინაშე GHOST-NOTE წარსდგა. ბენდს  სათავეში რობერტ “სპუტ” სირაიტი და გრემის მფლობელი მუსიკოსი ნეიტ უერტი…
მეტი