The Weeknd-მა ბოლო ინტერვიუში – ახალ ალბომზე, ბრაზილიასთან კავშირსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე ისაუბრა

არტისტი ბილბორდ ბრაზილიის ყდაზე გამოჩნდა
The Weeknd Andrew Cooper/Billboard Brazil
The Weeknd
Andrew Cooper/Billboard Brazil

7 სექტემბერს ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში The Weeknd-ის გრანდიოზული კონცერტი იმართება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენის სურვილი 420 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. 2022 წელს The Weeknd მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არტისტად დასახელდა. სიმღერა Blinding Light-ის უსაზღვრო წარმატებამ არტისტს პლანეტის ყველაზე პოპულარული შემსრულებლის წოდება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ სინგლმა ბილბორდ 100-ში 90 კვირა დაჰყო და Hot 100-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ჰიტებს შორის დასახელდა.

მუსიკალურ ინდუსტრიაში უზარმაზარი წარმატების მიუხედავად, The Weeknd მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ებრძვის. ინტერვიუში არტისტი ამ პრობლემის   შესახებ ღიად საუბრობს. იგი ცხოვრებაში და კარიერაში ახალი თავის დაწყებას „აღორძინებას” უწოდებს.

The Weeknd-მა ახალი მუსიკალური ტურნეს საწყისად სან-პაულუ აირჩია. არტისტი ბრაზილიას გასული წლის ოქტომბერში ესტუმრა, სადაც მომავალ ალბომ Hurry Up Tomorrow-ში შესულო საკვანძო სიმღერა დაწერა.

14 წლიანი მუსიკალური კარიერა არტისტისთვის მნიშვნელოვანი მიღწევების თვალსაზრისით მრავალფეროვანია. იგი Spotify-ზე ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად დასახელდა, მიღებული აქვს 4 გრემის ჯილდო, ბოლო ტურნეში კი ბილეთების გაყიდვიდან 500 მილიონზე მეტი დოლარი გამოიმუშავა. არტისტმა ხაზი გაუსვა ბრაზილიელი აუდიტორიის მნიშვნელობას, რადგან სწორედ აქ გამოსვლის შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა.

ბილბორდ ბრაზილიასთან ინტერვიუში The Weeknd-მა თქვა: „ძნელია ბრაზილიელი ხალხის სიყვარული და ენერგია აღწერო. აქ მუსიკას ძალიან ღრმად გრძნობენ. სან-პაულუმ და ბრაზილიამ გამახსენეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის მუსიკას და რატომ მინდა მისი კეთება. ამას არასდროს დავივიწყებ და ყოველთვის ჩემთან იქნებით.”

The Weeknd-ის წარმატება მისი მუსიკალური სტილითაა განპირობებული. არტისტი პოპის, R&B-ის და ელექტრო მუსიკის სინთეზით საინტერესო ჟღერადობას ქმნის. მისი ტექსტები ძირითადად სიყვარულს, პიროვნულ ბრძოლასა და შინაგან ტკივილზე გვიყვება. ბრაზილიაში კონცერტის წინ მუსიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა: „შეხვედრა უფსკრულთან” და ეს ფრაზა ინტერვიუში მის პირადი ბრძოლებითა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევებით ახსნა.  „ეს რაღაც ძალიან სპეციფიკურია, იმედი მაქვს, რომ ჩემი მუსიკა სხვებსაც დაეხმარება უფსკრულიდან ამოსვლაში.” – ამბობს მუსიკოსი.

მენტალური პრობლემები არტისტის მუსიკაში ჩვეული თემებია, 2018 წლის სიმღერა I Was Never There-ში მუსიკოსი ღრმა ემოციურ ტკივილზე მღერის.

The Weeknd-მა პირველი კრებული House of Balloons 2011 წელს გამოსცა და ის ბილბორდ 200-ში მოხვდა. მისი სინგლის, Wicked Games-ის დებიუტი კი  ბილბორდ 100-ში 33-ე ადგილზე შედგა.

The Weeknd ღიად საუბრობს მენტალური პრობლემების შესახებ. ბოლო ინტერვიუში მან გაამხილა, რომ საუბრის დაწყების წინ პანიკური შეტევაც კი ჰქონდა. იგი მუდმივად ებრძვის შფოთვით აშლილობას და აღიარებს, რომ ამას ვერსად გაექცევა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის მართვას სწავლობს, რაშიც ხელოვნება ეხმარება.

The Weeknd  თავს იღბლიანად თვლის, რადგან მან დეპრესიული და ნიჰილისტური დამოკიდებულება საქმიანობაში გადაიტანა და ერთგვარ თერაპიულ ფორმად აქცია. არტისტი ხშირად უკავშირებს თავის ფილოსოფიას ფრიდრიხ ნიცშეს, რომლის თქმითაც ცხოვრებას თანდაყოლილი ღირებულება და მიზანი არ აქვს.

The Weeknd ხშირად იკვლევს საკუთარ ნამუშევრებში წარმატების შესახებ სხვადასხვა გამოწვევებს. ბილბორდ ბრაზილიასთან ინტერვიუში ის ამბობს: „მინდა საკუთარი თავის ძველ ვერსიაზე უკეთესი ვიყო, ყოველთვის ვცდილობ იმას მივაღწიო რაც აქამდე მუსიკალურად არ გამიკეთებია. ფოკუსირებას ზრდაზე  და ჩემი მიზნების მიღწევაზე ვაკეთებ.”

არტისტი გამოცდილებიდან გამომდინარე მუსიკისა და საზოგადოების კავშირზე საუბრობს. Მას სურს, რომ მისი მუსიკა, ისევე როგორც მას, სხვებსაც საკუთარ თავთან ბრძოლაში  დაეხმაროს. The Weeknd მომავალ ალბომს ზედმეტსახელად „ფრანკეშტეინსაც” კი უწოდებს, რომელიც მიღებული გაკვეთილებისა და პიროვნული ზრდის სინთეზს წარმოადგენს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ირაკლი ჩარკვიანის ალბომი „ამო” ორმაგ ფირფიტაზე გამოიცემა

შემდეგი სტატია

Linkin Park-ის ახალი სიმღერა გამოცემიდან რამდენიმე საათში ბილბორდის ჩარტში მოხვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი
Beck - 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. GILBERT FLORES/BILLBOARD

Beck  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს, Ride Lonesome-ს აანონსებს და სინგლ In the Night-ის ვიდეორგოლს აქვეყნებს

2019 წლის Hyperspace-ის შემდეგ Beck მე-16 სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 18 სექტემბერს გამოვა.
მეტი