პოლ  მაკარტნი კრებულის – The 7-ის გამოცემას აანონსებს

კომპლექტი ოთხმოცამდე სინგლს აერთიანებს, რომელიც სერ პოლ მაკარტნიმ თავად აარჩია.
პოლ მაკარტნი - ფოტო: მერი მაკარტნი
პოლ მაკარტნი – ფოტო: მერი მაკარტნი

პოლ მაკარტნი სოლო კარიერის განმავლობაში გამოსულ ოთხმოცამდე სინგლის კრებულს გამოუშვებს. კოლექცია „The 7“ 2 დეკემბერს, ყუთის სახით გამოვა და შეზღუდული რაოდენობით, სამი ათასამდე ეგზემპლარი გაიყიდება.

ას სამოცდასამი სიმღერის ქრონომეტრაჟი, ჯამში ათ საათზე მეტია. კრებული ციფრული სახითაც გამოვა, სადაც  სხვა ცნობილ სიმღერებთან ერთად შესული იქნება ისეთი ნამუშევრები როგორიც არის:  My Love, Live and Let Die, Band on the Run, Silly Love Songs, Coming Up, Ebony and Ivory, Say Say Say  და No More Lonely Lights. 

„იმედი მაქვს, რომ ამ კრებულში შესული სიმღერები, ისევე როგორც მე, თქვენც კარგ მოგონებებს აღგიძრავთ.“ – თქვა პოლ მაკარტნიმ. კრებული მაკარტნის 1971 წლიდან 2022 წლამდე ჩანაწერებს  მოიცავს. 

კრებულს თან ერთვის მაკარტნის ფოტოები, ვინილები, CD-დისკები, ვარსკვლავის წინასიტყვაობით ას ორმოცდარვა გვერდიანი წიგნი, ინფორმაცია ჩარტებზე, ნოტები და ცალკეული ნამუშევრები. თითოეულ ყუთში შემთხვევითობის პრინციპით ექსკლუზიური სინგლი იქნება შერჩეული.

პოლ მაკარტნიმ კრებული 1971 წლის იშვიათი მონო ჩანაწერით Uncle Albert/Admiral Halsey [Mono] და Too Many People [Mono] გამოქვეყნებით აღნიშნა: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბობ დილანი Roskilde-ის ფესტივალზე, 2019 წლის 3 ივლისი, დანია. ფოტო: ჯოზეფ ოკპაკო/რედფერნსი

თინეიჯერობის ასაკში დაწერილი ბობ დილანის  სასიყვარულო წერილები

შემდეგი სტატია

„ბნელ ოთახში გაღებული სარკმელი”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი