ნახეთ გიგი ადამაშვილის ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი

“Sweet Marigold” საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად ემზადება

გიგი ადამაშვილმა მსმენელს ახალი ვიდეოკლიპი წარუდგინა. Sweet Marigold – ასე ჰქვია სიმღერას, რომლის ავტორიც თავადაა. ტექსტი მარიამ მემე ჟორდანიას ეკუთვნის, კლიპის რეჟისორი კი მახო ყიფშიძეა. 

„ეს არის პირველი სიმღერა, რომელიც მე თვითონ დავწერე და გამოვუშვი. Მანამდე ჩემთვის ვწერდი, რაღაც ჩანახატები მქონდა, მაგრამ ასე საჯაროდ პირველად გამოვიტანე და ამიტომაც, კიდევ უფრო განსაკუთრებულია ჩემთვის. როცა ვწერდი, სხვათა შორის, რაღაც სიტყვებს მე თვითონ ვღიღინებდი და ეს სიტყვები დარჩა კიდეც საბოლოო ვერსიაში. Შინაარსი ვიცოდი, თუ რაზე უნდა ყოფილიყო, თუმცა ტექსტი თავიდან ბოლომდე მარიამმა ააწყო, მან მისცა ის სიღრმე, რაც აქვს. მარიგოლდის იდეაც მას ეკუთვნის. მარიგოლდი (ზაფრანა) იშვიათი და გამორჩეული ყვავილია და ეს აზრი ძალიან მომეწონა, რადგან მინდოდა, გოგონასთან ყოფილიყო გაიგივებული. ეს სიმღერა დაკარგულ სიყვარულზეა. გოგონა ვიდეოში სწორედ ამ ყვავილთან ასოცირდება. ის ყველაფერი კი, რაც კლიპში ხდება, ჩემი გმირის მოგონებებია მასზე.” 

ვიდეოკლიპი Youtube-ის Vevo არხზე დევს და ის ქართულ-ბელგიური ლეიბლის Black Ink Records-ის ქვეშ გამოვიდა. უახლოეს მომავალში სიმღერის საერთაშორისო ბაზარზე გატანაც იგეგმება. 

„ის, რომ ეს სიმღერა Vevo-ზეა, უკვე დიდი წარმატებაა და სხვა მასშტაბებს ნიშნავს. გაცილებით მარტივად შეიძლება დავაინტერესოთ მსოფლიო ბაზარი. ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება ფართო მასებზე გავიდეთ და მოლაპარაკებები ამ კუთხით უკვე დაწყებულია. ამჟამად კი, კიდევ ერთ სიმღერაზე ვმუშაობ, რომელიც ასევე ჩემი დაწერილია. ასე რომ, მსმენელს მალე ისევ ახალ ნამუშევარს შევთავაზებთ.”

მოუსმინეთ გიგი ადამაშვილის ნამუშევრებს

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბარბარა სტრეიზანდი - ფოტო: რასელ ჯეიმსი

ბარბარა სტრეიზანდის მეათე Live ალბომი Live at the Bon Soir გაყიდვების ჩარტების ტოპ ათეულშია

შემდეგი სტატია

Notorious B.I.G.

ჰიპერ რეალისტური Notorious B.I.G.-ს ფოტო და ვირტუალური კონცერტი Diddy-ს, The Lox-ის და  Latto-ს მონაწილეობით

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი