ჰიპერ რეალისტური Notorious B.I.G.-ს ფოტო და ვირტუალური კონცერტი Diddy-ს, The Lox-ის და  Latto-ს მონაწილეობით

კონცერტი 16 დეკემბერს Meta Horizon Worlds-ში გაიმართება.
Notorious B.I.G.
Notorious B.I.G.

წარმოიდგინეთ, რომ The Notorious B.I.G შემდეგ თვეში გაცოცხლდება. 

Meta Horizons World-ში ვირტუალურ კონცერტ Sky’s the Limit-ზე მუსიკოსი მსმენელის წინაშე ავატარის სახით წარდგება. შოუში მონაწილეობას მიიღებენ Diddy, The Lox, Junior M.A.F.I.A. Lil Cease და Latto, ნარდო ვიკი, DJ კლარკ კენტი და ელი ფროსი.

ერთ საათიანი ვირტუალური კონცერტი 16 დეკემბერს 21:00 საათზე Meta Horizons Worlds -ის სცენაზე შედგება. 

ჟურნალ Variety-ის ცნობით, შოუ Biggie-ის ციფრულ-ანიმაციურ ვერსიას იხილავს, სადაც Notorious B.I.G-ის ავატარი კონცერტის დროს Meta-ს ვირტუალურ პლატფორმაზე და ფეისბუქზე გაცოცხლდება.

„ხანდახან ჩემთვის საკმაოდ რთულია იმის აღქმა, რომ ჩემს შვილს, კრისტოფერს ვიხილავ და მოვუსმენ. ამის საშუალებასაც თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიური წინსვლა და განვითარება იძლევა. თუმცა, მისი ავატარის შექმნის პროცესში აღფრთოვანება ვერ დავმალე. ამ პროექტიდან შევიტყვე, რომ დღესაც მისი თაყვანისმცემლები აფასებენ და პატივს სცემენ მის შემოქმედებას. მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში წვლილი შეიტანა“.  Notorious B.I.G.-ის დედა ვიოლეტა  უოლესი. 

B.I.G.  (იგივე კრისტოფერ უოლესი) 1997 წელს 24 წლის ასაკში მოკლეს. მისი მკვლელობა დღესაც გაუხსნელია. ვირტუალური შოუ მუსიკოსის ორმოცდაათი წლის იუბილეს ეძღვნება. მისი ნახვა და მოსმენა Meta-ს სპეციალური VR-სათვალით იქნება შესაძლებელი. 2D ვერსიას კი  Notorious B.I.G-ის ოფიციალურ  ფეისბუქ გვერდზე იხილავთ.

Variety-ის ცნობით მაყურებლებს საშუალება ექნება შოუს განმავლობაში Notorious B.I.G-ის ცხოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტ ტურეს გახმოვანებით მოისმინოს.

ნახეთ შოუს ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ გიგი ადამაშვილის ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი

შემდეგი სტატია

ზოე კრავიცი ოსკარის 94-ე ყოველ წლიურ დაჯილდოებაზე ჰოლივუდში. 2022 წლის 27 მარტი. ფოტო: ჯეფ კრავიცი

ზოე კრავიცის თქმით, კარანტინის პერიოდი  მან   და ტეილორ სვიფტმა ერთად გაატარეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი