კანიე უესტი სატესტო პოსტით ადასტურებს, რომ მისი ტვიტერის ანგარიში კვლავ აქტიურია

„ტესტი, ტესტი, ვნახოთ, თუ მოეხსნა ბლოკი ჩემს ტვიტერს”, – დაწერა უესტმა ანგარიშზე, რომელსაც 32 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.
კანიე უესტი
Edward Berthelot/GC Images

კანიე უესტმა ტვიტერის ანგარიში შეამოწმა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკმა დონალდ ტრამპისა და სხვათა დაბლოკილი ანგარიშები აღადგინა.

„ტესტი ტესტი, ვნახოთ, თუ მოეხსნა ბლოკი ჩემს ტვიტერს.” ამის შემდეგ კი კიდევ ახალი ტვიტი დაწერა ტექსტით „შალომ”.

პოსტის ქვეშ ერთ-ერთმა გამომწერმა დაწერა: „იქამდე, სანამ შემდეგ ტვიტს არ დაიწყებ სიტყვებით – დღეს ცოტა მეძინება”. კომენტარებში ასევე დადეს რეპერისა და ილონ მასკის ფოტო და კიდევ უამრავი მიმი. 

კანიე უესტის ტვიტერის ანგარიში, ანტისემიტური განცხადებების გავრცელების გამო,  დროებით დაბლოკილი იყო.

„დღეს ცოტა მეძინება, მაგრამ როცა გავიღვიძებ, მესამე დონის თავდაცვის რეჟიმზე გადავდივარ ებრაელ ხალხთან”, – დაწერა რეპერმა 8 ოქტომბერს. „სასაცილო ისაა, რომ რეალურად ანტისემიტი ვერ ვიქნები, რადგან შავკანიანებიც არიან ებრაელები. თქვენ მე გამაღიზიანეთ და მერე ეცადეთ, გაგერიყათ ყველა, ვინც თქვენს დღის წესრიგს ეწინააღმდეგება.”

ამის შემდეგ უესტი ტვიტერზე დაბრუნდა, თუმცა არა აქტიურად. ნოემბრის დასაწყისში მან დაწერა, რომ „მარხვას” იცავდა საუბრის, ალკოჰოლისა და სქესობრივი კავშირისგან.

ნახეთ კანიე უესტის ტვიტები

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბობ დილანი - ფოტო მაიკლ ოქსის არქივიდან

ბობ დილანის სასიყვარულო წერილების კოლექცია აუქციონზე 670 ათას დოლარად გაიყიდა

შემდეგი სტატია

ბილბორდი R&B/ჰიპ-ჰოპის წარმომადგენლებს აჯილდოებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი